|
2016-10-22 15:05:21, 830 ნახვა
პოლიტიკა
იმამკულიევი: ის რაც 8 ოქტომბერს მარნეულში მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს
ყიზილაჯლოში აქტივობა არის კარგი, მოსულია ამომრჩევლის დაახლოებით 25%, ჩვენ ველით უფრო მეტს და 90%-მა ხმა ჩვენ უნდა მოგვცეს, პირველივე ტურში უნდა დავამთავროთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა განაცხადა. როგორც იმამკულიევმა აღნიშნა, ის რაც 8 ოქტომბერს მარნეულში მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს. „არ უნდა შევაწუხოთ პოლიციელები, რომლებიც აქ არიან. სამწუხაროდ, რაც მოხდა პირველივე დღეს, 8 ოქტომბერს - აქ შემოვიდა სპეცრაზმი, ასეთი არაფერი აღარ უნდა განმეორდეს საქართველოში. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, დღეს ძალადობის ბოლო დღეა საქართველოში. მე ვთვლი, რომ მარნეულიდან უნდა დავიწყოთ მშვიდობა და ეს მშვიდობა დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით. მეორე ტურს წესით გამოვრიცხავთ, მაგრამ თუ არ იქნება იმდენი მოსახლეობა მოსული დღეს, მზად ვართ, ვიბრძოლოთ მეორე ტურისთვის“,- განაცხადა იმამკულიევმა.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)