09:55 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 13:56:23, 738 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო: მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე 7 საჩივარია დაწერილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე, 12:00 საათის მონაცემებით, 7 საჩივარია დაწერილი.

როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, პროცესების შეფერხება უბანზე დამკვირველებისა და უფლებამოსილი პირების დიდი რაოდენობით ყოფნამ გამოიწვია. 

„როგორც ერთ-ერთ საჩივარშია აღნიშნული, თითქმის კენჭისყრის პროცესი დაიწყო 15 წუთის დაგვიანებით. საარჩევნო ადამინისტრაციამ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. პირველი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე შევიდა 08:15 წუთზე და რა თქმა უნდა, ამომრჩევლის შესვლის შემდეგ დაიწყებოდა კენჭისყრის პროცესიც. გარდა ამისა, უნდა აღნიშნოს,რომ აღნიშნულ სარჩევნო იმყოფება სკამოდ ბევრი დამკვირვებელი და საარჩევნო უბანზე ყოფნის მქონე უფლებამოსილი პირები, რამაც გამოიწვია კიდეც გარკვეული პროცესების შეფერხებაც“, - განმარტა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

მიქელაზე აღნიშნულ უბანზე კიდევ ერთ საჩივართან დაკავშირებით ისაუბრა.

მისივე თქმით, საჩივარში აღნიშნულია,რომ 48-ე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხმამაღლა არ გამოაცხადა. 

ცესკო-ს განცხადებით, მათ გადაამოწმეს ინფორმაცია და კომისიის თავმჯდომარემ დაიცვა კანონით დადგენილი წესები. საარჩევნო ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ უბანზე მყოფი ადამიანების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, ზოგიერთმა წარმომადგენელმა, შესაძლოა ხმაურის გამო ინფორმაცია ვერ გაიგო. 

„რამდენიმე საჩივარი შეხება თავად ამომრჩევლების მიერ კაბინის გარეთ ხმის მიცემის მცდელობის განხორციელების ფაქტებს. ეს ერთეული ფაქტები დაუყოვნებლივ აღმოფხვილი იქნა თავად კომისიის წევრების მიერ. ანუ როდესაც ამომრჩეველი ცდილობდა, ხმა მიეცა კენჭისყრის კაბინის გარეთ,კომისიის წევრები მიუთითებინებდნენ ამომრჩევლებს, რომ შესულიყვნენ კაბინაში და იქ განეხორციელებინათ საკუთარი კონსტიტუციური უფლება", - აღნიშნა ანა მიქელაძემ. 

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics