|
2016-10-22 13:37:14, 747 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: მოსახლეობა პოლიტიკოსებს ვითარების კიდევ ერთხელ დაძაბვის საშუალებას არ მისცემს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულში არჩევნები ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც სუბარმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თავად ადგილობრივები აღარ მისცემენ არავითარ მოძრაობას, პოლიტიკოსებს, ვითარების კიდევ ერთხელ დაძაბვის საშუალებას. „მარნეულში ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები დილიდანვე, მნიშვნელოვანია აქტიობა არის ძალიან მაღალი, დარწმუნებული ვარ ასევე ჩაივლის ბოლომდე, ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ წესრიგი არ დაირღვეს. ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ის, არის რომ პირველი ტურის შემდგომ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა და სხვა ლიდერებმა მოახდინეს ახალგაზრდების პროვოცირება და აქ იყო ძალიან სერიოზული დარღვრვები და ინციდენტი, სოფლის უხუცესებმა თავის თავზე აიღეს წესრიგის დამყარება, ისინი უშუალოდ არიან აქ, აკონტროლებენ, რომ ყველაფერმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. ეს სოფლის და ხალხის პრესტიჟია, თვითონ აღარ მისცემენ არავითარ მოძრაობას, პოლიტიკოსებს ვითარების კიდევ ერთხელ დაძაბვის საშუალებას“,- განაცხადა სუბარმა.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)