|
2016-10-22 11:18:08, 573 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ხუბულური ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს. მაჟორიტარობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ტყვიავის, მარანას , დიცისა და ქორდის მოსახლეობას შეხვდა. თემურ ხუბულურმა ადგილობრივებს 30 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ და ქვეყნის უკეთესი მომავლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „მე მჯერა ჩემი რაიონის მოსახლეობის . მათ არაერთხელ გამომიცხადეს მხარდაჭერა და ნდობა,მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს 30 ოქტომბერს მივიდეს საარჩევნო უბანზე და ჩვენი ქვეყნის წინაშე დაკისრებული მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს, რამეთუ მათი სწორი არჩევანი ჩვენი ქვეყნის ნათელი ხვალინდელი დღის საწინდარია“,-განაცხადა თემურ ხუბულურმა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ჩვენმა ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში მთელი რიგი ბარიკადები და პრობლემები დაძლია, ყველა სფერომ ფუნდამეტური და ამავდროულად ნაყოფიერი ცვილებები განიცადა. გატარებული რეფორმები მხოლოდ ჩვენი ხალხის უკეთეს მომავალსა და კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება.ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკურ განვითარებას ეფუძნება.გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის უწყვეტი პროცესი, რაც მიმართული იქნება სახსრების გამოთავისუფლებაზე და მათ გადანაწილებაზე პრიორიტეტული მიმართულებებით. ამასთან, შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა.ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით, გაგრძელდება მეწარმეობის ხელშეწყობის არსებული პროგრამები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით. „ქართული ოცნება“ გააგრძელებს სტარტაპების აქტიურ მხარდაჭერას.მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს“,- განაცხადა თემურ ხუბულურმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)