11:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 10:32:53, 583 ნახვა

პოლიტიკა
არასამთავრობოებმა ყიზილაჯლოს #48-ე საარჩევნო უბანზე 5 საჩივარი დაწერეს

"დავწერე 5 საჩივარი. დარღვეული იყო თავიდანვე საარჩევნო უბნის გახსნის პროცედურები", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის" დამკვირვებელმა თეა ქეცბაიამ ყიზილაჯლოს #48-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ქეცბაიამ აღნიშნა, დარღვევები ხმის მიცემის დროსაც დაფიქსირდა.

"დარღვეული იყო თავიდანვე საარჩევნო უბნის გახსნის პროცედურები. გაიხსნა დაგვიანებით, შესაბამისად წილისყრები ჩატარდა დარღვევით. ორი წილისყრა საერთოდ გამოტოვეს. ასევე, დარღვეული იყო პირველი ამომრჩევლის მიღების პროცედურა, რადგან პირველი ამომრჩევლის მიღებისათვის საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტები და რეგისტრატორების ბეჭდები არ იყო დარიგებული. ასევე, არ გამოუცხადებიათ დალუქული ბიულეტენების რაოდენობები, არ გამოუცხადებიათ სპეციალური ბეჭდის ნომერი, გამოუცხადებიათ ლუქის ნომერი მითითების გარეშე და ა.შ. კენჭისყრის მიმდინარეობის ეტაპისთვისაც უკვე დაფიქსირდა  დარღვევა. ამომრჩეველს რეგისტრატორების მაგიდასთან ახაზინებენ ბიულეტენებს, კაბინის უკან დგას დამკვირვებელი, რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით არღვევს კენჭისყრის ფარულობის პრინციპს. მე დავწერე 5 საჩივარი“,- განაცხადა თეა ქეცბაიამ.

ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, #48-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics