09:02 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 08:11:43, 1041 ნახვა

პოლიტიკა
ზუგდიდისა და მარნეულის ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებითი კენჭისყრა 4 საარჩევნო უბანზე იმართება.

განმეორებითი კენჭისყრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ  და სოფელ განმუხურის ერთ უბანზე (№66.67.38, №66.67.79 და №66.67.108), ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე (№36.22.48) მიმდინარეობს.

ზუგიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აღნიშნულ 3 საარჩევნო უბანზე, ასევე იმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა. (შესაბამისად, ამომრჩევლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე მიიღებენ 2-2 ბიულეტენს, ხოლო მარნეულში - ერთს).

ცნობისთვის, ჯიხაშკარსა და ყიზილაჯლოში 8 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტების გამო, არჩევნები  ჩაშლილად გამოცხადდა, განმუხურში კი, შედეგები ბათილად ცნეს.

შეგახსენებთ,  ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ხმათა 47,37% მოაგროვა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა - 45,71%.

რაც შეეხება მარნეულს, მარნეულში  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ აკმამედ იმამკულიევს ხმათა 47,91% აქვს, „ქართული ოცნების“ კანდიდატ თამაზ ნავერიანს კი, 43,41%.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics