|
2016-10-21 19:07:37, 627 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო კახეთში მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კახეთში მომხდარ შემთვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო - ტექნიკური ქონების ბაზის შენახვის სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროდან ოსიაურისკენ გადაადგილდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, 5 შედარებით მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურე კი, თბილისში დაზიანებების მიხედვით პროფილურ საავადმყოფოებში გაივლის მკურნალობის კურსს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაუყოვნებლივ გაემგზავრა დედოფლისწყაროში. ლევან იზორია ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე გასულია სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი და სამსახურეობრივ შემოწმებას აწარმოებს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოძრავი „კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომანქანა ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში 20-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)