|
2016-10-21 14:55:15, 543 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია: ღირსეული ერი ღირსებას არასოდეს კარგავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადას დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საიუბილეო თარიღი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. უწყების ინფორმაციით, ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. ლევან იზორიამ მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა. „თქვენ მიიღეთ ღირსეული გადაწყვეტილება ემსახუროთ თქვენს ქვეყანას და საჭიროების შემთხვევაში თავიც კი გაწიროთ მისთვის. თქვენნაირი ადამიანები და ვაჟკაცები ქმნიან ქვეყნის ღირსეულ სახეს. თქვენ ამით აგრძელებთ იმ დიდ ტრადიციებს, რომლებიც ჩვენმა თავდადებულმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. შეიძლება ადამიანებმა და ქვეყნებმა ბრძოლაში დაკარგონ ტერიტორიები, მაგრამ ღირსეული ერი არასდროს კარგავს ღირსებას. ეს ღირსება გვავალდებულებს ყოველთვის გვქონდეს მისწრაფება აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ერთგულნი იმ თავდადებული გმირებისა, რომლებმაც ახლო წარსულში ღირსების, თავგანწირვის და თავდადების დიდებული მაგალითები გვიჩვენეს. დარწმუნებული ვარ ჩვენ ამას გავაგრძელებთ და მათ დანატოვარს ვუერთგულებთ. თქვენ მთელი მსოფლიო გიცნობთ, როგორც ღირსეულ ჯარისკაცებს. მე სიამაყით ვისმენდი აშშ-ის ელჩის სიტყვებს ამ ტრიბუნიდან, როდესაც მან აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიოა თქვენს წინაშე ვალში და მთელმა მსოფლიომ იცის თუ როგორი ღირსეული პარტნიორები და თავგანწირული მებრძოლები ხართ. საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა მხრიდან გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, სამშობლოს წინაშე ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის და საქართველოს თავდაცვის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაურისგან 70 სამხედრო მოსამსახურეს მადლობა გამოეცხადა. IV მექანიზირებული ბრიგადის იუბილეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის სარდლები, სხვა მოწვეული სტუმრები და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. IV მექანიზირებული ბრიგადა 1991 წლის 12 სექტემბერს შინაგანი ჯარების სტრუქტურულ შემადგენლობაში ერთ-ერთ ქვედანაყოფად, I ოპერატიულ პოლკად ჩამოყალიბდა. 1992-1993 წლებში პირველი ოპერატიული პოლკი პირველ ოპერატიულ ბრიგადად გარდაიქმნა. 2004 წელს პირველი ოპერატიული ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის სამინისტროს IV ქვეითი ბრიგადა შეიქმნა. რეორგანიზაციის შედეგად, 2013 წლის 18 ოქტომბერს, IV ქვეითი ბრიგადა IV მექანიზირებულ ბრიგადად გადაკეთდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)