15:26 - 23 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 16:08:41, 1632 ნახვა

ეკონომიკა
ქეთევან ბოჭორიშვილმა საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაცია მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა. 

პრეზენტაციაზე გაკეთდა ინფორმაცია საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს სამოქმედო გეგმის, ბიუროში გაწევრიანების კრიტერიუმების, შესაძლო თანამშრომლობის გზებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის თანახმად, მნიშვნელოვანია მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია და საქართველო 4-სეზონიან ტურისტულ ქვეყნად გადაიქცეს. მისი თქმით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს შეხვედრების, ღონისძიებების და საერთაშორისო კონფერენციების ჰაბი.   

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ბიუროს მთავარ ამოცანას საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარებისა და სხვადასხვა შეხვედრის, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობა წარმოადგენს. გარდა ამისა, ბიუროს კიდევ ერთი ფუნქციაა საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. 

მსოფლიოს მასშტაბით არსებული საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის შესაბამისად და 2012-2014 წლებში USAID-ის მიერ საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE ტურიზმის) შესახებ შემუშავებული კვლევებსა და ანგარიშებზე დაყრდნობით; 2016 წლის თებერვლიდან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფარგლებში ოფიციალური ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ - Meetgeorgia.ge. 

ღონისძიებას განთავსების ობიექტების, ტურისტული და  ავიაკომპანიების, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.  

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტში შეფერხებების გამო გზების დეპარტამენტმა ორ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა
ზელენსკის თქმით, თავდაცვის ძალებმა საზღვართან ახლოს „ისკანდერის“ ტიპის სარაკეტო გამშვები გაანადგურეს
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
დრონებმა ორენბურგში რუსეთის უდიდეს ოზონის საწყობს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics