08:09 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 15:50:16, 710 ნახვა

პოლიტიკა
უილიამ ლაჰიუ: რუსეთი ქმნის ღობეებს, არ აძლევს საშუალებას მოქალაქეებს, რომ თავიანთ საკუთრებას მიწვდნენ

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ ამბობს, რომ რუსეთის მიერ „გაყინული კონფლიქტის“ შექმნასთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას დღევანდელ განცხადებას არ იცნობს, ამიტომ კონკრეტულად მისი განცხადების  შეფასება უჭირს.

თუმცა, ლაჰიუს თქმით, გაყინული კონფლიქტია, როცა ეთნიკურად ქართველები განდევნილები არიან იქიდან, სადაც ტრადიციულად ცხოვრობდნენ და უკან დაბრუნების უფლება არ აქვთ:

„მე არ მაქვს ნანახი ბატონ ობამას განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა "გაყინული კონფლიქტი" შექმნა. ამიტომ არ შემიძლია ეს განცხადება კონკრეტულად შევაფასო. მგონია, რომ ამ სიტუაციას უნდა ვუყუროთ დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ეს არის ცივი კონფლიქტი, ეთნიკურად ქართველები არიან განდევნილნი იქიდან, სადაც ტრადიციულად ცხოვრობდნენ და მათ არ აქვთ უფლება, რომ უკან დაბრუნდნენ. რუსეთი ამ პრობლემის ნაწილია. რუსეთი ქმნის ღობეებს, რუსეთი არ იძლევა ინტეგრაციის ნებართვას, რუსეთი არ აძლევს საშუალებას მოქალაქეებს, რომ თავიანთ საკუთრებას მიწვდნენ“,-აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.

ჟურნალისტის კითხვაზე -რა შეიძლება იყოს ამ პრობლემის დამარეგულირებელი, ლაჰიუმ აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია.

„ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. ეს არის ის, რაც უნდა გაგრძელდეს. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შესაძლებელია“,-განმარტა უილიამ ლაჰიუმ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა.

ამის შესახებ ობამამ იტალიის პრემიერ-მინისტრთან მატეო რენცისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"როდესაც მე პრეზიდენტი გავხდი, რუსეთი, წინა ადმინისტრაციის დროს, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე შეჭრილი იყო და შექმნა იქ გაყინული კონფლიქტი. მაშინ რუსეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავდა და ჩვენ ვცადეთ, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში უფრო კონსტრუქციული გზა მოგვეძებნა. ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენეთ რუსეთს პატივისცემა, ვაღიარეთ დიდი განსხვავება და სხვადასხვა ღირებულებები და, ამავე დროს, თანამშრომლობის გზების მოძებნა ვცადეთ ",  - აღნიშნა ობამამ და დასძინა, რომ რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას მისი აგრესია წარმოადგენს.

"რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევა მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებში რუსეთი აგრესიას უკავშირდება. უკრაინაშიც კი, სადაც მათ იგივე ქმედებები განახორციელეს, რაც საქართველოში, ჩვენ ევროპელებთან ერთად შუამავლობა ვცადეთ, მინსკის შეთანხმება შევიმუშავეთ, რომელმაც მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics