|
2016-10-19 14:01:33, 690 ნახვა
პოლიტიკა
რატიანი: საზოგადოება არ დაუშვებს, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, მოსახლეობას „ქართული ოცნებისთვის“ ქვეყნის საკონსტიტუციო უმრავლესობით მართვის ლეგიტიმაცია არ მიუცია. როგორც რატიანმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის სჭირდება, რომ მოსახლეობას გადასახადები აუწიოს, ასევე ქუთაისის პარლამენტი თბილისში გადმოიტანოს და პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება მოხდეს. „ხელოვნური და არაჯანსაღია, როდესაც ერთი კაცის მიერ არაფორმალურად მართული პოლიტიკური ძალა გაყალბებისა და ძალადობის გზით იღებს 47% და სურს ამაზე მეტი, მას სურს ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მართოს ქვეყანა ამ ლეგიტიმაციით, როდესაც მოსახლეობას ეს ლეგიტიმაცია მისთვის არ მიუცია. მათ სურთ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ რეფერენდუმის გარეშე ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას აუწიოს გადასახადები, ქუთაისს პარლამენტის ნაცვლად შეაჩეჩოს ნარჩემაშვილი და დაანგრიოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რათა უმრავლესობის მიერ გადაჭარბებულ ძალაუფლებას არ ჰქონდეს შემაფერხებელი ფაქტორები, საზოგადოება ამას არ დაუშვებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდნენ“, - განაცხადა რატიანმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)