|
2016-10-19 11:39:56, 1179 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს დანიშნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების და რამდენიმე უბანზე განმეორებითი კენჭისყრის თარიღი დაასახელა. პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს, 48 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება, რადგან ორ ოლქში განმეორებითი კენჭისყრაა დაგეგმილი. განმეორებითი კენჭისყრა 22 ოქტომბერს ზუგდიდსა და მარნეულში ჩატარდება, რის შემდეგაც მეორე ტურის ჩატარების საკითხები გადაწყდება. „გარდა ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა ახალციხის მერის მეორე ტურის არჩევნები. ასევე, თვითმმართველი თემის, ბოლნისისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლების არჩევნების მეორე ტური, რომლებიც ასევე 22 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნებს, ჯერ გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა და განმეორებითი კენჭისყრის შედეგების მიხედვით გადაწყდება, უნდა გაიმართოს თუ არა მეორე ტურები“, - განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ. მისივე თქმით, ცესკო-ს საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტით, განისაზღვრა სავარაუდო ბიუჯეტი, რაც საჭირო იქნება მეორე ტურის არჩევნებისა და განმეორებით კენჭისყრის ჩატარებისთვის. ბიუჯეტი დაახლოებით 6 მილიონამდე ლარით განისაზღვრა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)