|
2016-10-18 15:43:33, 710 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი მიესალმება, თუ მერაბიშვილის საქმეზე დადგინდება, რომ სახელმწიფო დამნაშავე არ არის
„პრეზიდენტი მიესალმება, თუ ამ თემას ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოეფინება და დადგინდება, რომ სახელმწიფო დამნაშავე არ არის“,-ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს მთავრობის საჩივარის დასაშვებად ცნობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. საუბარია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით: „ეს ნიშნავს იმას, რომ საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს და გარდა ამისა, პრეზიდენტი მიესალმება, თუ ამ თემას ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოეფინება და თუ დადგინდება, რომ სახელმწიფო დამნაშავე არ არის“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ. შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ საქართველოს მთავრობის საჩივარი დასაშვებად ცნო, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ ივანე მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება არ შედის ძალაში და არ მიექცევა აღსასრულებლად. გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მერაბიშვილის განაცხადი განსახილველად გადაეცა სასამართლოს დიდ პალატას 17 მოსამართლის შემადგენლობით, რომლის წინაშეც საქმის განხილვა დაიწყება თავიდან. მართალია, 14 ივნისის გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლოს პალატამ 7 მოსამართლის შემადგენლობით ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და კონვენციით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 13 სექტემბერს, ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)