15:51 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 10:51:37, 327 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სისტემაში რეჟიმის ოფიცრების გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო

სასჯელაღსრულების სისტემაში რეჟიმის ოფიცრების გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო.

სასწავლო ცენტრში  გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის ოფიციალურ გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი დაესწრო.

 გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის პრაქტიკაში პირველად გასული წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის იანვარში წარმატებით დასრულდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საპილოტე პროგრამა სამართლებრივი რეჟიმის 24 ოფიცერმა გაიარა. მისი  წარმატებულობიდან გამომდინარე შეირჩა ახალი ჯგუფი (25 მონაწილე), რომელიც აღნიშნულ სასწავლო პროცესში მონაწილეობას მიმდინარე წლის მარტი-სექტემბრის განმავლობაში  მიიღებს. ამასთან, სასწავლო ცენტრში დაგეგმილია პროგრამის ინსტიტუციონალიზაციაც.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სასწავლო პროგრამა არსებითად განსხვავდება ცენტრში აქამდე არსებული  პროგრამებისგან და შემუშავებულია როგორც  ადგილობრივი, ისე მოწვეული ექსპერტების მიერ, „ევროპული ციხის წესების“ თანაავტორის, ჟერარ დე იონგის ჩართულობით. პროგრამა შემუშავდა და  გრძელვადიანი სასწავლო პროცესი  ხორციელდება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში.

პროგრამა 5 ეტაპისგან შედგება და მოიცავს, როგორც თეორიულ კურსს (3 ეტაპი) სასწავლო ცენტრში, ასევე პრაქტიკულ სწავლებას (2 ეტაპი) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს ჩაუტარდებათ დასკვნითი გამოცდა და მიღებული ქულების მიხედვით გადაეცემათ 3 ხარისხის სერტიფიკატი.  გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს სასჯელაღსრულების სისტემის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება და მათთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც მათ ესაჭიროებათ  პრაქტიკული საქმიანობის სრულფასოვნად და ეფექტურად განხორციელებისათვის.

სასწავლო პროცესში ჩართულია სასწავლო ცენტრის ადგილობრივი და მოწვეული 39 ტრენერი. ასევე დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომლებიც ცენტრში მენტორებად გადამზადდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics