19:29 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 12:11:23, 2329 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვი და დამასკო ალეპოში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებას გეგმავენ

მოსკოვი და დამასკო ალეპოში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებას გეგმავენ ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანად, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, საბრძოლო მოქმედებებში პაუზა 20 ოქტომბერს მოსკოვის დროით 08:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოცხადდება. ამ რვასაათიანი პერიოდის განმავლობაში რუსული ავიაცია და სირიის სამთავრობო ძალები ალეპოზე დატყმებს არ განახორციელებენ, მშვიდობიანი მოსახლეობა კი ქალაქის დატოვებას შეძლებს.

სერგეი რუდსკოის განმარტებით, ადგილობრივები ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის დატოვებას ექვსი დერეფნით შეძლებენ. ამასთან, რუსული მხარის თქმით, ალეპოს მცხოვრებლებს დროებით თავშესაფრებში განათავსებენ, სადაც მათ სამედიცინო დახმარებით, საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფენ.

რუსეთის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ აშშ და გაერო. სახელმწიფო დეპარტამენტსა და გაერო-ში აღნიშნულ ზომას არასაკმარისად მიიჩნევენ.

"ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პაუზას საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად საჭიროა უფრო ხანგრძლივი პაუზა", - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics