06:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 11:43:35, 776 ნახვა

პოლიტიკა
ლარა ლინდერმანი: "ქართული ოცნება" ძალაუფლების კონსოლიდაციის ცდუნების წინაშე აღმოჩნდება

"ქართული ოცნება" ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ეს პარტია ძალაუფლების კონსოლიდაციის ცდუნების წინაშე აღმოჩნდება, -  ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა ლარა ლინდერმანმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მკვლევარმა საქართველოში საარჩევნო გარემო შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არ ყოფილა სრულყოფილი და უნაკლო პროცესი.

"იყო ძალადობის და ზეწოლის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ ძირითადად, მედია იყო მრავალფეროვანი, კამპანია კი ენერგიული, წარსულთან შედარებით უფრო ნაკლებად ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსების გაფლანგვა. ამიტომაც, არჩევნები იყო წინგადადგმული ნაბიჯი", - აღნიშნა ლინდერმანმა.

როგორც ლინდერმანმა აღნიშნა, "ცალსახაა, რომ მთავარი მოგება ქართულ ოცნებას დარჩა".

"როგორც გამოჩნდა, ამომრჩეველი კმაყოფილი იყო გასული ოთხი წლით და მათ ასევე აჩვენეს, რომ კურსის და სტაბილობის შენარჩუნება სურთ. გაერეთიანებული "ნაციონალური მოძრაობა" ასევე გამარჯვებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ საკუთარი მოლოდინები ბოლომდე ვერ გაუმართლდა, მან დაამტკიცა, რომ ის მთავარი ოპოზიციური პარტიაა. რაც შეეხება "რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს", ვნახეთ, რომ ვერცერთმა ამ პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი. მათმა შედეგებმა კი გაუსვა ხაზი იმას, რომ ენმ არის ძირითადი ოპოზიციური პარტია.

რაც შეეხება დემოკრატიის მომავალს საქართველოში, იქნება გამოწვევები, რადგან მომავალი ოთხი წელი იგივე პარტია რჩება ხელისუფლებაში. "ქართულ ოცნებას" ექნება ცდუნება ძალის კონსოლიდაცია მოახდინოს, რაც იდეალური არ იქნება ქვეყნისთვის. თუმცა ვიტყოდი, რომ

მნიშვნელოვანია ამ პროცესში "ენმ"-თან მუშაობა და ერთად მრთვა, რათა ეს გამოწვევა თავიდან იქნას აცილებული", - განაცხადა ლინდერმანმა.

მკვლევარის განმარტებით, "ქართულმა ოცნებამ" ბევრი იმუშავა, რათა გაეგრძელებინა დასავლური ინტეგრაცია.

"ამომრჩეველმაც სწორედ ასე გაგრძელება ისურვა მისგან. რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს ან რესპუბლიკურ პარტიას, ამ პარატიების მიღმა ბევრი პოლიტიკური ფიგურაა და არა იმდენად პოლიტიკა. რეალურად, არაერთი პარტია ადგას დასავლურ პლატფორმას, თუმცა სიტუაცია უფრო გაირკვა, როცა ენმ მთავარ პოლიტიკურ ძალად დამკვიდრდა. ქართული ოცნება ძალაუფლებაში დარჩება. რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, მას 6 პარლამენტარი ეყოლება, სავარაუდოდ. მათ არ აქვთ საპარლამენტო ან მართველობის გამოცდილება და ისინი მოსახლეობის ძალიან მცირე ფენის ინტერესების, მათი ხმის გაჟღერებას შეეცდებიან.ამავე დროს, ისინი ვერ შეძლებენ ბევრის მიღწევას. ისინი რუსული პროპაგანდის შედეგად მოხვდნენ პარლამენტში. ამგვარ პაროპაგანდას ჩვენ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, აშშ-ში, დასავლეთ ევროპაში ვხედავთ. დიდი ფულის დახარჯვის მიუხედავად, მათ საქართველოში მხოლოდ ეს მოახერხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველები ძალიან პრო-დასავლურები არიან", - აღნიშნა ლინდერმანმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ეს პარტია ძალაუფლების კონსოლიდაციის ცდუნების წინაშე აღმოჩნდება.

"როგორც წარსულში ვნახეთ, იმ დროს, როცა პარტია ამას ცდილობს, საზოგადოებაში ჩნდება უარყოფითი რეაქცია და ამომრჩეველი სხვას ითხოვს. ამიტომ, ქართულმა ოცნებამ მმართველობის დახვეწაზე ენმ-სთან უნდა იმუშაოს, ნაკლები ყურადღება დაუთმოს კინკლაობას, წარსულის მოვლენებს და გაიხედოს წინ", - განაცხადა მკვლევარმა.

როგორც ლინდერმანმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ფლობს “არაფორმალურ” ძალაუფლებას, შემაშფოთებელია.

"უკეთეს შემთხვევაში, ივანიშვილი გააგრძელებს უკან დახევას და საშუალებას მისცემს ქართული ოცნების ახალ სახეებს ასპარეზზე გამოვიდნენ. სააკაშვილს რაც შეეხება, ჩვენ ვნახეთ გაუთვლელი ნაბიჯები ენმ-ის კამპანიაში, როცა არჩევნები იყო გათანაბრებული რეფერენდუმთან, რომელსაც სააკაშვილის დაბრუნება-არდაბრუნება უნდა გადაეწყვიტა. ამ რიტორიკამ ამომრჩეველში ვერ მოიპოვა მხარდაჭერა და საერთოდ, ვფიქრობ ხალხს სურს ივანიშვილ-სააკაშვილის დინამიკას გასცდეს. იმედი მაქვს, ორივე ლიდერი ქართული პოლიტიკიდან გავა და საშუალებას მისცემს პარტიებსა და პლატფორმებს საქმე გააკეთონ“, - განაცხადა ლარა ლინდერმანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics