12:29 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 16:55:28, 605 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ინკლუზიური ტურიზმის მეოთხე საერთაშორის კონფერენციას დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე ინკლუზიური ტურიზმის მეოთხე საერთაშორის კონფერენციის გახსნას დაესწრო.

კონფერენციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, გიორგი თავამაიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძრვანელი გიორგი ჩოგოვაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლეს და ასოციაცაი „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელმა სოფიო ბაკურიძემ მიმართა.

 "დღეს ტურიზმი საქართველოსთვის და მისი რეგიონებისთვის, განსაკუთრებით კი აჭარისათვის, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ არის აღიარებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის ათვისება ყველა მიმართულებით. ამ კუთხით, ვხედავთ, რომ აჭარაში ბევრი პროექტი ხორციელდება - ხელი ეწყობა ეკოტურიზმის, გასტრონომიული და სათაგადასავლო ტურიზმის, ასევე MICE ტურიზმის განვითარებას. შექმნილმა სასტუმრო ინფრასტრუქტურამ და გარემომ განაპირობა ჩვენს ქალაქში საერთაშორისო დონის ფორუმების, კონგრესების, კონფერენციების და გამოფენების ჩატარება. ბუნებრივია, მსგავსი პროექტების განხორციელება აჭარას მიმზიდველს გახდის ტურისტებისათვის ოთხივე სეზონზე. თუმცა, რეგიონი არამარტო მიმზიდველი უნდა იყოს ტურისტებისათვის, არამედ არსებული ტურისტული სერვისებით სარგებლობა უნდა შეძლოს ყველამ, ვისაც აჭარაში ჩამოსვლა სურს, მიუხედავად მათი განსაკუთრებული საჭიროებებისა თუ შეზღუდვებისა. ამ მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილება, ევროპული სტანდარტების დანერგვა, საჯარო და კერძო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არის აუცილებელი პირობა უკეთესი გარემოს შესაქმნელად. აქედან გამომდინარე, მივესალმები და მნიშვნელოვნად მიმაჩნია ინკლუზიური ტურიზმის განვითარება ჩვენს რეგიონში. ტურიზმის ამ სფეროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ადამიანზე ზრუნვის მიმართულებით, ისე ეკონომიკური ეფექტის გათვალისწინებით", - აღნიშნა სოფიო ბაკურიძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ინკლუზიური ტურიზმის საერტაშორისო პრაქტიკისა და საქართველოში განხორციელებული წარმატებული პროექტების, ასევე სახელმძღვანელოს „ადაპტირებული გარემოს უნივერსალური დიზაინის საერთაშორისო სტანდარტები და ინკლუზიური ტურიზმის“ პრეზენტაცია.

კონფერენცია ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს, ქალაქ ბათუმის მერიის, ინკლუზიური ტურიზმის ცენტრის „პარსა“ და ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელის „ენატი“ ორგანიზებით ჩატარდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics