|
2016-10-17 16:34:41, 1439 ნახვა
ეკონომიკა
ქეთევან ბოჭორიშვილი: პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ 10,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა შპს „შნოს“ საამქრო დაათვალიერა, სადაც ტრადიციული ხის ნაწარმის გარდა, თანამედროვე დაზგა-დანადგარებზე ლითონის ნაკეთობებსაც ამზადებენ. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საამქრო რკინის კარების, შიდა კარის რკინის ჩარჩოების, პროფილების და სხვა ლითონის ნაკეთობის წარმოებას ახდენს. მინისტრის მოადგილეს საწარმოში მეგზურობა კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა გივი ნიორაძემ გაუწია. მისი განცხადებით, საწარმოს გაფართოებისას დამატებით 8 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო კომპანიაში ჯამურად 42 ადამიანია დასაქმებული. ამასთან, მისივე განმარტებით, კომპანიის სამომავლო გეგმებს კი პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და ექსპორტზე გატანა წარმოადგენს. ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, სამთავრობო პროგრამაში მონაწილეობამ საწარმოს წარმადობა და ასორტიმენტი გაზარდა, ასევე შექმნა ახალი სამუშაო ადგილები. საწარმო ასევე დაათვალიერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმოების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ანი კვარაცხელიამ.
სამთავრობო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობით კომპანიამ „შნო“ არა მხოლოდ გაზარდა ასორტიმენტი, არამედ წარმოებაში ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ შპს „შნო“ გარდა კარების, ასევე ხის და რკინის კომბინირებულ ავეჯს აწარმოებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)