|
2016-10-17 14:03:23, 1796 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კაროლინაში რესპუბლიკური პარტიის ოფისს ცეცხლი წაუკიდეს
ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ ჰილსბოროუში რესპუბლიკური პარტიის ოფისს ცეცხლი წაუკიდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იუწყება, უცნობმა პირებმა დაწესებულების ფანჯრები დაამსხვრიეს და შენობაში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები შეაგდეს. აღსანიშნავია, რომ გაჩენილმა ცეცხლმა ოფისი მნიშვნელოვნად დააზიანა. ამასთანავე, თავდამსხმელებმა კედელზე შავი საღებავით სვასტიკა დახატეს და შემდეგი შინაარსის წარწერა დატოვეს - “ნაცისტო-რესპუბლიკელები, გაეთრიეთ ქალაქიდან”. მედიის ცნობით, ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა. პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპა თავდამსხმელებს ცხოველები უწოდა, რომლებიც ჩრდილოეთ კაროლინაში ჰილარი კლინტონსა და დემოკრატებს წარმოადგენენ. თავის მხრივ, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა რესპუბლიკური პარტიის ოფისზე თავდასხმას საშინელი და მიუღებელი უწოდა. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. როგორც ქალაქ ჰილსბოროუს მერმა ტომ სტივენსმა განაცხადა, თავდასხმა ვანდალიზმის საზღვრებს სცდება და საფრთხის წინაშე საზოგადოებრივ უსაფრთხოებას აყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)