18:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 11:03:48, 2094 ნახვა

მსოფლიო
მოსულში "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ჯიჰადისტებისგან ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს, - ამის შესახებ BBC ერაყის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალზე, პრემიერ-მინისტრზე ჰაიდერ აბადიზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც აბადიმ აღნიშნა, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის განმათავისუფლებელ ოპერაციაში ერაყის არმია და ადგილობრივი პოლიციის ძალები მონაწილეობენ. პრემიერი ადგილობირივ მოსახლეობას უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, მოსულში ათობით ტანკი მოძრაობს. გაერომ მოსულის მკვიდრებს, სადაც მილიონ 500 ათასი ადამიანი ცხოვრობს, სიფრტხილისკენ მოუწოდა. 

ქალაქ მოსულს დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები 2014 წლის ივნისიდან აკონტროლებენ.

"წითელი ჯვრის" განცხადებით, ოპერაციის დაწყებისას ქალაქი შესაძლოა, ასობით ათასმა ადამიანმა დატოვოს, ამიტომ საჭიროა ამ ადამიანების თავშესაფრით, საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფა.

ცნობისთვის, მოსული ერაყში ტერორისტული დაჯუფება "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი მსხვილი დასაყრდენია. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება დაჯგუფების მებრძოლებისგან მთელი ერაყის გათავისუფლებას ნიშნავს. სწორედ ქალაქ მოსულში "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ხალიფათის შექმნის შესახებ განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics