08:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-16 17:31:48, 2394 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქმა მშობლებისთვის დაწერილი ახალი ლოცვა წაიკითხა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მშობლებისთვის ახალი ლოცვა დაწერა.  ილია მეორემ ქადაგების დასრულების შემდეგ, მშობლების მიერ შვილებისთვის დასალოცი ლოცვა მთლიანი საქართველოსთვის წაიკითხა:

"ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალ ჩვენო იესო ქრისტე, სულო წმიდაო ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარო სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისაჰოი, უფლო, შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩვენნი სულიერი,  ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა.  ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ!",- ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, ლოცვის წაკითხვისას მშობლებმა წესი უნდა დაიცვან:

„ეს ლოცვა სპეციალური სიგელებით დაიბეჭდება, დაურიგდება ხალხს და ცალკე დალოცავთ შვილებს. წესი იქნება- შვილს დააყენებთ მუხლებზე იმ ხატის წინაშე, რომელიც მას უნდა გადასცეთ.ორივე ხელს დაადებთ თავზე და წაიკითხავთ ამ ლოცვას. ნახავთ, რომ უფალი სასწაულს მოახდენს და შეიცვლება დამოკიდებულება. თქვენ უნდა მოემზადოთ, სანამ შვილს დალოცავთ. დედამ ცალკე უნდა დალოცოს და მამამ ცალკე. ცხოვრებაში ეს ერთი დალოცვა იქნება. როდესაც წაიკითხვათ ამ ლოცვას, შვილებს ასხურებთ წყალს, გადასახავთ პირჯვარს და ბედნიერი იქნება თქვენი ოჯახი“,-ბრძანა უწმინდესმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics