|
2016-10-16 13:52:40, 774 ნახვა
საზოგადოება
სოფიო შამანიდმა ნაცემი ლგბტ თემის წარმომადგენელი მოინახულა
ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, განსაკუთრებით შემზარავია მოძალადე, რომელიც ადამიანზე ძალადობს, მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მისგან განსხვავებულია“,-ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდმა განაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდმა დღეს ,,ნიუ ჰოსპიტალის" რეანიმაციაში მყოფი დაშავებული ლგბტ თემის წარმომადგენელი მოინახულა. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის მრჩეველმა უშუალოდ ექიმებისგან მიიღო პაციანტის შესახებ ინფორმაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სოფიო შამანიდმა მოხდარი ძალადობა დაგმო, სწარფი გამოძიების და პაცინტის მდგომარების გაუმჯობესების იმედი გამოთქვა. „ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, მაგრამ განსაკუთრებით შემზარავია მოძლადე, რომელიც ადამიანზე ძალადობს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მისგან განსხვავებულია. ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს მისი თავი ისე, როგორც ეს მას სურს, ჰქონდეს ის იდენტობა რომელსაც ის თავად აირჩევს და არავის აქვს უფლება მიუთიოთოს, გაკიცხოს, ან მით უმეტეს იძალადოს მასზე ამის გამო. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში, მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მუშაობისა, დღემდე ძალიან მძლავრად ჩანს ჰომოფობიური და ქსენოფობიური ტენდენციები და ამას დიდწილად უწყობს ხელს პოლიტიკოსების არაადეკვატური, ჰომოფობიური გამოხატულებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანიზაციები გამოიძებენ ამ საქეს და მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ ახალგაზრდა ადამინის მდგომარეობა გაუმჯოიბესდება",-აღნიშნა სოფიო შამანიდმა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)