07:28 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-15 18:20:17, 653 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და ქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად „თბილისობის" აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გამოფენა დაათვალიერა.

აღნიშნულ გამოფენა-დეგუსტაციაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი საწარმოების პროდუქციაა წარმოდგენილი.

„უპირველეს ყოვლისა ყველას ვულოცავ თბილისობის დღესასწაულს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მათივე წარმოებული ქართული პროდუქციით უკვე აქტიურად არიან ჩართული მსგავს ღონისძიებებში. რაც შეეხება ქართულ ღვინოს, ის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია და მისი დაგემოვნება ყველა სტუმრისთვის მათ შორის, უცხოელი ტურისტებისთვის დღევანდელი დღესასწაულის შემადგენელი საპატიო ნაწილია",-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics