07:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-15 12:01:38, 1810 ნახვა

სამართალი
თავდასხმა ტრანსგენდერზე - დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულია

ორთაჭალაში გვიან ღამით ინციდენტი მოხდა.

32 წლის მოქალაქეს ორმა პირმა მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა.

უფლებადამცველის გიორგი ტატიშვილის თქმით, ინცინდენტი გენდერული იდენტობის საფუძველზე მოხდა.

 „გუშინ თბილისში დაჭრეს ტრანსგენდერი ქალი, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

დაზარალებული არის ოჯახიდან დევნილი მისი გენდერული იდენტობის გამო, არის სოციალურად დაუცველი და ცხოვრობდა ქუჩაში აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები როგორიც არის ტუბერკულიოზი და აივ ინფექცია

ჩემი მიმართვის მიუხედავად არცერთმა არსამთავრობო ორგანიზაციამ არ გამოეხმაურა ამ ფაქტს რატომ?

ალბათ იმიტომ რომ ქვეყანაში შერჩევითი უფლებადაცვითი ორგანიზაციები გვყავს, მაშინ იბადება კითხრა რა ფუნციის მატარებლები არიან ეს ეგრეთ წოდებული ორგანიზაციები თუ კი იმ მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს არ იცავენ რომელთა დაცვის მიზნითაც ფუნქციონირებენ ამ ფაქტის შესახებ აუცილებლად ეცნობება ჩემს მიერ უველა დონორ ორგანიზაცის და საელჩოებს ხოლო სახელმწიფოს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სწრაფად და ობიექტურად მიიღოს შესაბამისი ზომები დამნაშავე პირის იდენტიფიცირებისა და დანაშაულის გახსნისათვის.

რაც შეეხება ფაქტს ეს არის ამაზრზენი და ყოვლად მიუღებელი ფაქტი და მას უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირებები როგორც პრეცენდენტი“, - წერს გიორგი ტატიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19 - 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics