|
2016-10-15 12:47:47, 828 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ მოქალაქეებს „თბილისობა“ მიულოცა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოქალაქეებს „თბილისობა“ მიულოცა. როგორც ნარმანიამ ლეღვთახევში ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის ყველა უბანი მრავალი საინტერესო ღონისძიებით არის დატვირთული. მისი თქმით, ძირითადი ღონისძიებები ძველ თბილისში იმართება. „განსაკუთრებით გამორჩეულია რამდენიმე ლოკაცია, სადაც "თბილისობის" ძირითადი ღონისძიებები იმართება. ეს არის გარდა ტრადიციული ევროპის მოედნისა და რიყის ტერიტორიისა, ლეღვთახევი, რომელი მე=19 საუკუნის თბილისს აცოცხლებს. გარდა ამისა, ახალი „ტფილისის“ ტერიტორიაზე, აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე იმართება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები და უფრო თანამედროვე მიმდინარეობებია წარმოდგენილი. რიყის ტერიტორიაზე ტრადიციულად ბავშვებისთვის სხვადასხვა სპორტული და გასართობი ღონისძიებები იმართება. აქვე იმართება კულინარიული ფესტივალი და ძალიან საინტერესო შეჯიბრებს შემოგვთავაზებენ. ამასთან, რიყის ტერიტორიაზე გაიმართება ყვავილების ფესტივალიც“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მერის თქმით, საღამოს საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, ხოლო ხვალ, თბილისზე მზრუნველები დაჯილდოვდებიან. „ხვალ დაჯილდოვდებიან თბილისის საპატიო მოქალაქეები, რომლებიც 30-40 და უფრო მეტი წლის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენს ქალაქს და დღესაც აქტიურად მუშაობენ ამაზე. ხვალ საღამოს თბილისობის დღესასწაულს გალაკონცერტით დავასრულებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. ცნობისთვის, „თბილისობა 2016“ ლეღვთახევში მივიწყებული, მე-19 საუკუნის თბილისის პროფესიების იმიტირებული მიზანსცენებით დღეს გაიხსნა. ადგილზე წარმოდგენილია დიდგვაროვნებისა და ყარაჩოღელების კუთხე. „გაცოცხლდა“ მჭედლის, მეწაღის, მეთულუხჩის, მეაფიშის პროფესიები. დღესასწაულის სტუმრებს ანალოგიური სანახაობები 16 ოქტომბერსაც ელის. თბილისობის ღონისძიებები ლეღვთახევში 19:00 საათამდე გაგრძელდება.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)