05:38 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-15 11:57:41, 830 ნახვა

პოლიტიკა
ენმ: უკრაინის შესახებ რეზოლუციისთვის მხარის არდაჭერა საქართველოსთვის საზიანოა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს  განმარტოს, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მხარდამჭერ ორ რეზოლუციას.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს დელეგაციის ქცევა პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

„ქართული ოცნების დეპუტატების მტკიცებით ისინი კენჭისყრის დროს შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდნენ. გარდა იმისა რომ საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელობის კენჭისყრის დროს ნებისმიერი შეხვედრა არასაპატიო მიზეზია - რადგან შეხვედრის დრო შეიძლება შეიცვალოს - კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა რომ შვეიცარიის დელეგაციის წევრებს რეზოლუციებისთვის მხარი აქვთ დაჭერილი. ამრიგად, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ იქნა მხილებული უტიფარ და საქართველოსთვის საზიანო ტყუილში.

გარდა ამისა, აშკარაა, რომ საქართველოს დელეგაციას არაფერი არ გაუკეთებია იმისათვის რომ ამ რეზოლუციებში - რომლებიც რუსეთის ქმედებების შეფასების თვალსაზრისით უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია - რაიმე ფორმით დაფიქსირებულიყო საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების თემატიკა. შეგახსენებთ რომ თავის დროზე, როცა მოხდა ასამბლეაზე რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა, ჩვენი მეცადინეობის შედეგად რუსეთის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების ნუსხაში ჩაიწერა საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუციების შესრულების მოთხოვნა.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ ორივე რეზოლუცია ისტორიული მნიშვნელობისაა რადგან მათში რუსეთის ქმედებები პირდაპირაა აღწერილი როგორც „აგრესია“ ხოლო ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა გამოცხადებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად სადაც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებლად მთლიანად გამოცხადებულია ოკუპანტი სახელმწიფო. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ქცევა არის არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ, ამ, ისევე როგორც სხვა პრინციპულ შემთხვევებში, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მოიქცა როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სატელიტი“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics