07:27 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-15 09:20:01, 1069 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში „თბილისობისადმი” მიძღვნილი ღონისძიებები იმართება

15-16 ოქტომბერს თბილისში „თბილისობა 2016“  იმართება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დედაქალაქში შემდეგი ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

15 ოქტომბერს 12:00 საათიდან - 19:00საათამდე ლეღვთახევში გაიმართება მივიწყებული პროფესიების იმიტირებული მიზანსცენები (დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე; მჭედელი, მეწაღე, მეთულუხჩე, მეაფიშე).

12:00 - 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში ზურაბ შევარდნაძესთან ერთად  თბილისური ბაზარი მოეწყობა .

12:00 - 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ღვინის აღმართთან სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა გაიმართება.     

12:00 - 19:00 საათზე, რიყის პარკში სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, რარიტეტული და უახლესი ავტომობილების გამოფენა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათამდე ევროპის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბავშვთა ორკესტრი, მევიოლინე ბავშვები, სიმებიანი კვარტეტი, ფლეიტების კვარტეტი, სიმებიანი კვარტეტი ’’სფორცანდო’’, თბილისის გოგონათა გუნდი, მუსიკალური პროგრამა ’’გვიდირიჟორე’’, ორკესტრი „Georgian Brass",

12:00 - 19:00 საათზე, რიყის პარკში, გაიმართება რამდენიმე ღონისძიება -საბავშვო ქალაქი - მხიარული შეჯიბრებები, კომპიუტერული თამაშები, საბავშვო დისკოთეკა, ქვიშის ქალაქი, ფეინთბოლი, რაინდების ბრძოლა,      სპორტული ღონისძიებები, რაგბისა და მინი გოლფის მოედანი, პარკური და კალათბურთი, კულინარიული შეჯიბრი ნიკა წულუკიძესთან ერთად, კულინარია - დეგუსტაცია, მასტერკლასები.

12:00 - 00:00 საათზე "ახალი ტფილისის" ტერიტორიაზე ინსტალაცია „ხვალ“ მოეწყობა.

12:00 - 15:00 საათამდე "ახალი ტფილისის" ტერიტორიაზე მსმენელის წინაშე DJ ნაკაშიძე წარსდგება, ასევე 15:00 - 17:00 საათზე გაიმართება ჰიპ-ჰოპ ლაივი , ხოლო 16:00 - 17:00 საათზე გამოფენა Error images „ახალი ტფილისი“.

15:00 - 16:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ქალაქებთან - ნანტსა და ზაარბრუკენთან თბილისის დამეგობრების საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყობა.

 

16:00 - 17:00 საათზე, ვაკის პარკში „შუმბა ლენდის" გახსნა, ხოლო 17:00 - 18:00 საათზე სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია თბილისი'' არქიტექტურული კონკურსის დაჯილდოვება გაიმართება.

"ახალ ტფილისში 17:00 - 19:00 საათზე მაქს მაჩაიძის ლაივი გაიმართება.

19:00 - 01:00 საათამდე ევროპის მოედანზე ახალგაზრდული კონცერტები გაიმართება, სადაც მონაწილეობას ჯგუფი „რეგიონი", ჯგუფი „ფრანი"   და ჯგუფი „LoudSpeakers" მიიღებენ მონაწილეობას.

19:00 - 21:00 საათზე "ახალი ტფილისის" ტერიტორიაზე გაიმართება კონცერტი - ჯგუფი „Young Georgian Lolitas"    .

19:30 - 21:30  საათზე ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი „შემოდგომის თბილისი 2016" გაიმართება.

20:00 - 22:00  საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება ევა იერბაბუანას წარმოდგენა ფლამენკო - „წვიმა".

21:00 - 22:00 საათამდე ილიას ბაღში 2016 წლის „საპატიო თბილისელების" დაჯილდოვება გაიმართება.

21:00 - 00:00  მსმენელის წინაშე წარსდგება DJ გიო შენგელია „ახალი ტფილისი“

ღონისძიებები ასევე 16 ოქტომბერსაც არის დაგეგმილი.

 კერძოდ, 12:00 საათიდან - 19:00 საათამდე ლეღვთახევში გაიმართება მივიწყებული პროფესიების იმიტირებული მიზანსცენები (დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე; მჭედელი, მეწაღე, მეთულუხჩე, მეაფიშე).

12:00 - 19:00 საათზე ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში ზურაბ შევარდნაძესთან ერთად თბილისური ბაზარი მოეწყობა.

12:00 - 19:00 საათზე ევროპის მოედანზე, ღვინის აღმართთან სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა გაიმართება.     

12:00 - 19:00 საათზე რიყის პარკში სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათზე მეტეხის ხიდზე რარიტეტული და უახლესი ავტომობილების გამოფენა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათზე რიყის პარკში სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათამდე "ახალი ტფილისის" ტერიტორიაზე პანტომიმის თეატრის წარმოდგენა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათამდე რიყის პარკში გაიმართება სპორტული ღონისძიებები, რაგბისა და მინი გოლფის მოედანი, პარკური და კალათბურთი.

12:00 - 19:00 "ახალ ტფილისში" ქუჩის მუსიკოსების კონცერტი, ასევე სასულე ორკესტრის მსვლელობა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათამდე რიყის პარკში გაიმართება კულინარიული შეჯიბრი ნიკა წულუკიძესთან ერთად. ასევე მოეწყობა კულინარია - დეგუსტაცია, და ჩატარდება მასტერკლასები.

12:00 - 19:30 საათამდე ევროპის მოედანზე გაიმართება კონცერტები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტილიზებული ფოლკლორის თეატრი „ნაბადი'', ანსამბლი „თბილისი’’, ფოლკლორული ანსამბლი „ხარება", ანსამბლი „თბილისური კვარტეტი"  , ჯგუფი „გიო + " ახალი პროექტით , ჯგუფი „The Jetbird" და ჯგუფი „Goofyland".

15:30 - 17:00 საათამდე "ახალ ტფილისში" თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდის" კონცერტი გაიმართება, ხოლო 16:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოფენა Error images .

18:00 - 19:00  საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016" - ის დაჯილდოვება, ხოლო 19:00 - 20:00 საათამდე „თბილისზე მზრუნველის" დაჯილდოვება გაიმართება.

19:00 - 20:30 "ახალ  ტფილისში" „თხრობა მუსიკით“ - დათო ევგენიძის აკომპანიმენტით, ხოლო20:00 - 20:30 საათზე „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წარმოდგენა გაიმართება.

21:00 - 22:00 "ახალ ტფილისში" „თბილისური ეზო" გაიმართება, ხოლო 21:00 - 22:45 საათამდე თბილისის მეიდანზე გალაკონცერტი - „ჩემო თბილის ქალაქო" ჩატარდება.

23:00 - 01:00 საათამდე თბილისელების განწყობაზე  DJ GACHA იზრუნებს „ახალ ტფილისში“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics