07:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 16:35:57, 1430 ნახვა

სამართალი
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს.  სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის საქმეში არ არის ისეთი მტკიცებულების სტანდარტი,  რომ მათ მიმართ რაიმე სახის აღკვეთი ღონისძიება იყოს გამოყენებული.

„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, პროკურატურა ითხოვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას, რაც ჩვენი ხედვით არის სრულიად შეუსაბამო კანონის მოთხოვნებთან. ჩვენ შევეცდებით, სასამართლო დავარწმუნოთ, რომ არანაირი აღკვეთი ღონისძიება მათ მიმართ არ გამოიყენოს, ვინაიდან ადგილი აქვს, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების თვალთახედვით, მოსახლეობის დაშინებას წინა საარჩევნოდ, რომ მეორე ტურში მოხდეს ამომრჩევლების პასიურობა. თუკი სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე მაინც იმსჯელებს, ალტერნატივის სახით ჩვენ გირაოს შევთავაზებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით საქმეში არ არის ისეთი მტკიცებულების სტანდარტი,  რომ მათ მიმართ რაიმე სახის აღკვეთი ღონისძიება იყოს გამოყენებული. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ორივე სახის ბრალდება, რომელიც წარდგენილი აქვთ, როგორც პოლიციის წინააღმდეგობის, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელისშეშლის ნაწილში, არის დაუსაბუთებელი. მტკიცებულების სტანდარტი არ არის შესაბამისობაში მოცემულ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან“,- აღნიშნა კონდახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. შსს-ს ინფორმაცით,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეებმა საარჩევნო უბანზე შეჭრა და საარჩევნო ყუთის გატაცება სცადეს. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც, პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics