07:28 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 16:15:56, 756 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ესპანეთის ქალაქ ბილბაოს დელეგაციას შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ესპანელ არქიტექტორსა და ესპანეთის ქალაქ ბილბაოს ყოფილ მერს, იბონ არესოს და ბილბაოს ურბანული დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენელს სუზანა რუისის შეხვდა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის  თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი და ქართველი ურბანისტები დაესწრნენ. 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე თბილისსა და ბილბაოს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევებსა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მზადების პროცესში გამოცდილების გაზიარებაზე. 

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბილბაოს მიწათსარგებლობის გეგმა იბონ არესოს უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა.

დავით ნარმანიამ თბილისის სტრატეგიული განვითარების კონცეფციაზე, ასევე,თბილისში ტერიტორიების განაშენიანების რეგულირებისა და ქაოტური მშენებლობების შეზღუდვის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების  მქონე არქიტექტორის რეკომენდაციები ურბანული განვითარების სფეროში მომუშავე ქართველი სპეციალისტებისთვის  სასარგებლო იქნება.

„ბილბაოს ყოფილი მერი, რომელიც ასევე არის ქალაქმგეგმარებელი არქიტექტორი, გვიზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას. ამასთან, ესპანელი სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ თბილისობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. მათ ქალაქის სტრატეგიული განვითარებისა და გენერალური გეგმის მომზადების  საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვთ, რასაც ჩვენ ამჟამად გავდივართ. ამდენად, მათი გამოცდილების გაზიარება საინტერესო იქნება“ - განაცხადა ნარმანიამ. 

ესპანელი არქიტეტორის თქმით, ბილბაოს სულ 9 დამეგობრებული ქალაქი ჰყავს და თბილისი მათ შორის ერთერთია. 

იბონ არესომ ქართველი კოლეგებისთვის თავისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

დავით ნარმანიამ ესპანელი სტუმრები თბილისის უკეთ გასაცნობად თბილისობის დღესასწაულზე დაპატიჟა.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics