05:39 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 14:32:03, 801 ნახვა

პოლიტიკა
Die Welt: “ქართულმა ოცნებამ” სააკაშვილის ოცნებები დაამსხვრია

გერმანული გამოცემა Die Welt-ი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტატიას "ქართულმა ოცნებამ" სააკაშვილის ოცნებები დაამსხვრია" აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი იულია სმირნოვა წერს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისი პარტიის გამარჯვების მტკიცე იმედი ჰქონდა და თბილისში ტრიუმფალური დაბრუნების გეგმებს აწყობდა, თუმცა გამარჯვება მმართველმა გუნდმა მოიპოვა.

სტატიის თანახმად, არჩევნების მეორე დღეს, უკვე გასაგები იყო, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ლიდერობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა, რომელიც სავარაუდოდ თანამდებობაზე დარჩება, მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და გამარჯვება მიულოცა.

სმირნოვას თქმით, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან პარტიის მხარდასაჭერად, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც მივიდა. როგორც ავტორი აღნიშნავს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით და ფინანსრური დახმარებით ჩამოყალიბდა "ქართული ოცნება" და 2012 წელს ხელისუფლებაში არჩევნებში გამარჯვებით მოვიდა.

სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ 2013 წელს ბიზნესმენმა მინისტრის პოსტი დატოვა, თუმცა მისი გავლენა მმართველ გუნდზე და ზოგადად მთავრობაზე უცვლელია. ავტორის თქმით, ამ კუთხით სავარაუდოდ მომავალშიც არაფერი შეიცვლება.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2012 წლიდან მთავრობას ქვეყანა ისევ პროდასავლური კურსით მიჰყავდა.

"2014 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ახლა საქართველო ვიზალიბერალიზაციას ელოდება. ეკონომიკაში შექმნილი რთული მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია რუსეთსა და უკრაინაში კრიზისით, მთავრობას არჩევნებზე რამდენიმე პროცენტი დაუჯდა და დარჩება მოქმედი ხელისუფლების ყველაზე დიდ გამოწვევად", - წერია სტატიაში.

Die Welt-ი წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბანაკში კი, პირიქით, იმედგაცრუება სუფევდა. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პარტიის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.

"მან განაცხადა, რომ არჩევების შემდეგ უხელფასო შვებულებას აიღებდა და საქართველოში ჩავიდოდა, იმის მიუხედავად, რომ იქ მას სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადამეტების ბრალდებების გამო პატიმრობა ემუქრებოდა", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ავტორი წერს, რომ შედეგად სააკაშვილის პარტიამ, თითქმის ორჯერ ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე მისმა ოპონენტებმა.

"პარტიის მჭიდრო კავშირმა სააკაშვილის ფიგურასთან შესაძლოა, ზიანიც კი მოუტანა მას. საპრეზიდენტო ვადის ბოლოს სააკაშვილის მმართველობის სტილში ავტორიტარული ტენდენცია შეინიშნებოდა და ხალხს ეს არ დავიწყებია", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

ავტორის თქმით, მცირე პროდასავლურმა პარტებმა 5%-ი ბარიერი ვერ გადალახეს, ხოლო პოპულისტურმა პრორუსულმა პარტიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" აუცილებელი ხუთი პროცენტი დააგროვა და პარლამენტში მოხვდა.

"სააკაშვლის პარტიამ უნდა გააკეთოს დასკვნები არჩევნებში დამარცხებიდან. დღეს საქართველოში მასშტაბური პროტესტების განწყობა არ იგრძნობა. ქვეყნის მოსახლეობა ისურვებდა ოპოზიციურ პარტიას პროფესიონალი პოლიტიკოსებისგან და კონსტრუქცილი პორგრამით", - წერს ჟურნალისტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics