14:22 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 16:46:36, 317 ნახვა

პოლიტიკა
საკრებულოს სხდომა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

საკრებულოს სხდომა, სადაც დედაქალაქის მთავრობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“  წევრებმა  პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორც აღნიშნული ფრაქციის წევრმა ირაკლი აბესაძემ სხდომაზე განაცხადა, მათი მოთხოვნა იყო, საკრებულოში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მოსულიყო და განემარტა, რატომ გახდა საჭირო მთავრობაში საკადრო ცვლილებები.

შემდეგ კი,  როგორც აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიაში საკადრო ცვლილებების მიზეზი დედაქალაქში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები გახდა.  

მისივე თქმით, ნარმანიას დედაქალაქში შექმნილ ასეთ მდგომარეობაზე განმარტებები უნდა გაეკეთებინა. 


„ისევე როგორც საზოგადოებას, ასევე საკრებულოს წევრებსაც გააჩნდათ შეკითხვები ნარმანიასთან, რატომ მოხდა საკადრო ცვლილებები,  თუმცა მიზეზი გასაგებია – შეჩერებული ინფრასტრუქტურული  პროექტები,  გაჩერებული თბილისი და დედაქალაქის  მოსახლეობისთვის შექმნილი ძალიან ბევრი პრობლემა. მერს ამაზეც უნდა გაეკეთებინა განმარტებები.  ჩვენ იმ შოუში, სადაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა წინასწარი განწყობილი პოზიციით არის დაამტკიცოს ახალი კანდიდატები, მონაწილეობას არ მივიღებთ. მაშინ, როცა მთავრობის ხელმძღვანელი მზად არ არის, ვერ ბედავს საკრებულოს წინაშე წარსდგეს და იმ პრობლემებზე ისაუბროს, რაც დედაქალაქშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამ პრობლემებს ვერ ხედავს და ამას ვერ გაუმკლავდება. ეს კანდიდატები კი, სამწუხაროდ იმ წარუმატებელი ადამიანების გუნდში აღმოჩნდნენ, რომლებმაც დედაქალაქი სრულ ჩიხში შეიყვანეს“,-აღნიშნა აბესაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics