2016-10-14 12:01:21, 726 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს
„ქართული ოცნება“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო თანამდებობების განაწილებასთან დაკავშირებული კონსულტაციები არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ კობახიძე "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრებთან, ზურაბ აბაშიძესთან და ვიქტორ დოლიძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
„ჯერჯერობით, კონსულტაციები არ დაწყებულა ზოგადად, თანამდებობების განაწილებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც დაიწყება კონსულტაციები, შეგვეძლება კომენტარების გაკეთება. სხვადასხვა ადამიანთან, სხვადასხვა პოლიტიკოსთან თანამშრომლობას ჩვენ არ გამოვრიცხავთ“, - განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან