05:39 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 17:19:04, 859 ნახვა

პოლიტიკა
კვაჭანტირაძე განმარტავს, რატომ არ მონაწილეობდა საქართველოს დელეგაცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის კენჭისყრაში

კენჭისყრის დროს ჩვენი დელეგაცია შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდა და შესაბამისად დარბაზში არ ვიმყოფებოდით, - ასე ახსნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ის ფაქტი, რომ ქართული დელეგაცია უკრაინის კონფლიქტის შესახებ რეზოლუციების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

როგორც კვაჭანტირაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოს დელეგაციამ ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტზე უკრაინელების ყველა შესწორებას დაუჭირა მხარი. 

"რაც შეეხება გუშინდელ რეზოლუციას, უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, რაზეც ჭორიკნებმა ერთი ამბავი ატეხეს. კენჭისყრის დროს ჩვენი დელეგაცია შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდა და შესაბამისად დარბაზში არ ვიმყოფებოდით, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტზე კი უკრაინელების ყველა შესწორებას დავუჭირეთ მხარი და გუშინ რეზოლუცია სწორედ ისეთი სახით გავიდა, რასაც მხარი დავუჭირეთ კომიტეტზე. სავჩენკო დამეთანხმა, რომ უკრაინის დელეგაციას მეტი ორგანიზებულობა და აქტიურობა მართებდა კენჭისყრაზე მომხრეთა (მათ შორის ჩვენი) კონსოლიდაციისთვის.

დიახ, ეს მიღებული პრაქტიკაა აქაც. ქვეყანა, რომელსაც ინტერესი აქვს საკუთარი რეზოლუცია გაიტანოს, ამაზე მუშაობს აქტიურად. ჩვენთვის უკრაინელებიდან არავის მოუმართავს გუშინ არ გამოგვრჩენოდა კენჭისყრა დატვირთული დღისწესრიგის გამო. როგორც გითხარით არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, მაგრამ ზემიხსენებულ კომიტეტზე მაინც აქტიურად დავუჭირეთ უკრაინელებს მხარი ყველანაირი თხოვნის გარეშე. დღეს კი ნადია სავჩენკოს თხოვნასაც ასევე სიამოვნებით გამოვეხმაურეთ და წერილობით რეზოლუციებს მივუერთდით ჩვენი ხელმოწერებით.

ვინც ამ თემაზე სპეკულირება მოინდომა, უბრალიდ უსინდისოა. იგი ცდილობს ამ თითიდან გამოწოვილი თემით გადაფაროს სტრასბურგში მიღებული უაღრესად პოზიტიური მესიჯები და მოლოცვები წარმატებულად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო. ამაზე სხვას ვეღარაფერს გეტყვით. აღარაფერია სათქმელი", - წერს კვაჭანტირაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics