05:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 17:14:20, 616 ნახვა

საზოგადოება
სოფიო შამანიდმა ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებში სოფო შამანიდმა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივების შესახებ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაახლოებით, 2 წლის წინ შეიქმნა.

კონფერენციის მიზანი ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის და თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობაა.

„ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ამ ცენტრის არსებობა საქართველოს პირველ უნივერსიტეტში და ყველანაირად შევუწყობთ ხელს მის მუშაობას. ვფიქრობ, დღეისათვის ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული ველი, სადაც შეიძლება ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე საუბარი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდიმ.

ღონისძიებაზე განიხილეს ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეკონომიკა, კონფლიქტოლოგია, გენდერის კვლევები, ადამიანის უფლებები, ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორია, თანამედროვე პრობლემები და მიგრაცია.

კონფერენციის გახსნას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics