05:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 17:04:59, 722 ნახვა

საზოგადოება
კარტოფილის კიბოს დაავადების გამომწვევი პათოგენებისადმი გამძლე ჯიშების გამოცდა ჩატარდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ხულოს მუნიციპალიტეტში კარტოფილის კიბოს დაავადების გამომწვევი პათოგენისადმი გამძლე ჯიშების გამოცდა ჩატარდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა მოიძია და აჭარის რეგიონის სოფლებში (დანისპარაული, რიყეთი და ღორჯომი) საქართველოში ხელმისაწვდომი, კიბოსადმი გამძლე კარტოფილის ჯიშები დათესა.

უწყების ინფორმაციით, ვეგეტაციის პერიოდში, ჯგუფის მიერ, მონიტორინგი და მავნებელ-დაავადებათა კონტროლი მიმდინარეობდა.

ცდაში ჩართული 15 სხვადასხვა ჯიშიდან, კიბოსადმი გამძლეობა აღმოაჩნდა კარტოფილის 6 ჯიშს, კერძოდ, „ფარიდა“, „სილვანა“, „პანამერა“ (ჰოლანდიური), „ბარსელონა“ (კანადური) და ჯავახეთური და მესხური წითელი (ქართული), რომლებიც, მეკარტოფილეობის საერთაშორისო ცენტრის (CIP) კლონების საფუძველზე,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ არის რეგისტრირებული.

კარტოფილის ჯიშმა „მესხური წითელი“ კიბოსადმი გამოჩენილ გამძლეობასთან ერთად,  ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გამო, ადგილობრივი ფერმერების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ხულოს მუნიციპალიტეტის  გამგეობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჩატარებული სამუშაოებით მიღებულ შედეგებზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კიბოსადმი გამძლე კარტოფილის ჯიშების სათესლე მასალით ფერმერთა უზრუნველყოფა დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 25 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო N 305 დადგენილება „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის“ დამტკიცების თაობაზე, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს დაეკისრა ვალდებულება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კარტოფილის კიბოსადმი რეზისტენტული ჯიშების ჩამონათვალიყოველწლიურად წარუდგინოს.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics