05:39 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 15:05:38, 846 ნახვა

პოლიტიკა
რატიანი: „ქართული ოცნება“ სპეცნაზის და დაშინების საშუალებით ცდილობს მეორე ტური მოიგოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო რატიანის განცხადებით, ქართული ოცნება სპეცნაზის და დაშინების საშუალებით ცდილობს მოიგოს მეორე ტური.

რატიანის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ მნიშვნელოვანია გააცნობიეროს, რომ მეორე ტური არ არის ტესტი „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის.

„ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ ჩაატარა სპეცოპერაცია მარნეულში და სპეცნაზის საშუალებით ნაციონალური მოძრაობის 5 მხარდამჭერი დააკავა, სადაც ჩვენი კანდიდატი ახმედ იმალკულიევი ლიდერობს, მან მიუხედავად გაყალბების, ზეწოლის და ღია აგრესიისა ქართული ოცნება პირველ ტურში დაამარცხა. ამის შემდეგ, მეორე ტურის წინ გაუგონარი რამ მოხდა, ჯერ-ჯერობით „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე არ იყო გადასული და ვნახეთ, რომ სპეცნაზი ჩაერთო რისი საშუალებითაც უნდათ მეორე ტური მოიგონ.

ეს არის პირდაპირ დაშინების და რეპრესიების მცდელობა, რადგან 48 პროცენტი აქვს აღებული ახმედ იმალკულიევს და ძაან მნიშვნელოვანია, რომ რამოდენიმე უბანი ფაქტობრივად გაბათილებულია და მეორე ტურის წინ უნდათ, რომ სიტუაცია ძალით გადატეხონ. ჩვენ ვხედავდით კორცხელში და ჯიხაშკარში ქართული ოცნების მხარდამჭერები კამერების წინ ღიად აწყობდნენ დარბევებს, ტერორს, ძალადობას და მათ არავინ მიკარებია, როცა მარნეულში დააკავეს ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად არაფერ შუაში არ არიან მნიშვნელოვანია გააცნობიეროს ქართულმა საზოგადოებამ არჩევნების მეორე ტური არ არის ტესტი ნაციონალური მოძრაობასა და ქართული ოცნებას შორის, ეს არის ტესტი ექნება თუარა ერთპარტიული სისტემა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. ყველას კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რომ ეს რეპრესიები და ტერორი შევაჩეროთ“, -განაცხადა რატიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics