05:39 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 14:32:51, 594 ნახვა

პოლიტიკა
ყირგიზეთის პრეზიდენტის პატივსაცემად სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისალმაზბეკ ატამბაევის პატივსაცემად პრეზიდენტისსასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ სადილზე საქართველოს და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა საქართველოს და ყირგიზეთისმეგობრობის სადღეგრძელოები შესვეს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ არამხოლოდ მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, არამედმნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაღმავებისა და განვითარებისათვის. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ურთიერთობის ახალეტაპს ვიწყებთ, რომელიც მრავალი სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის.

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენს ხალხებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ. ქართველები და ყირგიზები დამსახურებულად ამაყობენ თავისიისტორიით, მდიდარი კულტურითა და ღირსეული წვლილით მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში.

სწორედ ამ სულისკვეთებით, ნება მომეცით შემოგთავაზოთ ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ბატონი ალმაზბეკ ატამბაევის,ქალბატონი რაისა ატამბაევას და ქართველი და ყირგიზი ხალხის მტკიცე მეგობრობისა და კეთილდღეობის სადღეგრძელო", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ოფიციალურ სადილს საქართველოს მთავრობის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ყირგიზეთის სახელმწიფო დელეგაციისწევრები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics