|
2016-10-13 13:45:39, 718 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო
კრწანისის რაიონის სოფელ ფონიჭალაში, მომავალი წლიდან, ახალი, ევროპული სტანდარტების საბავშო ბაგა-ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ბაღის საძირკველში სიმბოლური კაფსულა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად ჩადო. 2 583 კვ.მ-ზე განთავსებული ორსართულიანი შენობა 300 ბავშვზეა გათვლილი. ბაღში აღსაზრდელთა 8 ჯგუფი გაიხსნება. თბილისის მერის თქმით, საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. „სოფელ ფონიჭალაში საბავშვო ბაღი არ იყო. შესაბამისად, ეს პრობლემა ბევრ ოჯახს ჰქონდა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ბაგა-ბაღის მშენებლობა. გარდა ამისა, დასახლებაში სხვა საკითხებზეც ვმუშაობდით. ეტაპობრივად ყველა მიცემული დაპირება შევასრულეთ. დარჩენილი იყო მხოლოდ საბავშვო ბაღის მშენებლობა. როგორც ხედავთ, ამ უკანასკნელსაც ვასრულებთ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისს შემოერთებულ სოფელ ფონიჭალაში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, ადგილობრივებს ბავშვების ბაგა-ბაღში ტარება საკმაოდ შორ მანძილზე უწევდათ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და მერიის სხვა სამსახურების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ კრწანისის რაიონისთვის ეს მესამე ახალი საბავშვო ბაღი იქნება.
(NS)
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)