|
2016-10-13 12:59:48, 829 ნახვა
პოლიტიკა
კორნელი კაკაჩიას შეფასებით, პროდასავლური კურსის შეცვლის რისკები იზრდება
საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების ჩატარების შემდეგ, რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტთან საპარლამენტო კავშირების აღდგენაზე ალაპარაკდნენ. რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა და შედეგმა აჩვენა, რომ ქვეყანას პროდასავლური კურსი არ სურს. რუსული გამოცემა „Аргументы и Факты“- ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი კი ამბობს, რ ომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, 5%-იანი ბარიერი „პრორუსულმა „პატრიოტთა ალიანსმა“ გადალახა. მაშინ, როდესაც პროდასავლური კურსის მქონე პრატიები-„რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტში ვერ მოხვდნენ და უფრო მეტიც, „თავისუფალი დემოკრატების“ პარლამენტს გარეთ ყოფნა-არ ყოფნის საკითხიც დადგა, გაჩნდა კითხვა-ხომ არ დგას პროდასავლური კურსის ცვლილების საფრთხე. „ექსპრესნიუსი“ ექსპერტ კორნელი კაკაჩიას გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული რისკი მართლაც არსებობს: „თუ გავითვალისწინებთ, რომ „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ მიიღებს კონსტიტუციურ უმრავლესობას, რისკები იზრდება, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორსაც, რომელიც ფაქტობრივად არის კულისებს მიღმა, მას ოფიციალური არავითარი პოსტი არ აქვს პარტიაში, მაგრამ საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე. რუსი დეპუტატების ეს განცხადებები არ არის გასაკვირი, რადგან ეიფორიაში არიან, რადგან ნახეს, რომ დასავლური პარტიები ვერ მოხვდნენ პარლამენტში. იმედი აქვთ, რომ იმ პირობებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აქვს აბსოლუტური უმრავლესობა, მოახერხებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას“,-განაცხადა კორნელი კაკაჩიამ. მანვე არ გამორიცხა, ამ მიზნით, რუსები არამარტო საპარლამენტო კავშირზე წავიდნენ, არამედ სხვა გადაწყვეტილებებიც მიიღონ: „ მათ შორის შეიძლება იფიქრონ ვიზის მოხსნაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის და სხვა ღონისძიებები გაატარონ, რომ რამდენიმე სატყუარა გადმოაგდონ ჩვენი მიმართულებით და ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად წარვმართავთ პოლიტიკას და არ წამოვეგებით ამ სატყუარას. მაგრამ, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაშიც არის თუნდაც „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური ძალების ნაწილი, რომლისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია რუსული ვექტორი და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ მიმართულებით საქმე არ წავა“,-აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ. და მაინც, თუკი მოვლენები სწორედ ამგვარად განვითარდა, როგორი შეიძლება იყოს დასავლეთის რეაქცია-კაკაჩია ამბობს, რომ ზოგადად, დასავლეთი ქართველი ერის სურვილს პატივს სცემს: „ თუ ქართველი ერის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ეს კურსი უნდა აირჩიოს, დასავლეთი ვერაფერს იზამს, მაგრამ თუ ეს არ არის ქართველი ხალხის გამოხატული ნება, მაშინ, რა თქმა უნდა, დასავლეთი მხარს არ დაუჭერს ამას“,-განუცხადა კორნელი კაკაჩიამ „ექსპრესნიუსს“. თუმცა, კაკაჩია არ ფიქრობს, რომ მოვლენები ასე დრამატულად განვითარდება: „ჯერ ერთი, ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძლიერი მედია და ზოგადად მედია გარემო, ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინც არ უნდა დააპიროს საგარეო კურსის შეცვლა, ძალიან ძვირი დაუჯდება და ეს კარგად ესმის, როგორც დღევანდელ ხელისუფლებას, ისე ყველა პოლიტიკოსს, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს“,-განმარტა კორნელი კაკაჩიამ.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)