05:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 10:31:20, 1401 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განახლებული შემადგენლობა დღეს ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით იმსჯელებს. ამასთან სხდომის დღის წესრიგში კანდიდატების წარდგენა გათვალისწინებული არ არის.

არაოფიციალური ვერსიით, სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ზაზა თავაძე, მერაბ ტურავა და გიორგი კვერენჩხილაძე სახელდებიან.

შეგახსენებთ, რომ კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ორკვირიანი ვადა 15 ოქტომბერს იწურება. პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს 20 ოქტომბერს აირჩევს.

ცნობისთვის, პირველი სხდომა პლენუმს 6 ოქტომბერს უნდა გაემართა, თუმცა ის კვორუმის უქონლობის გამო ვერ შედგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics