05:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 10:27:36, 653 ნახვა

საზოგადოება
თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშება დაიწყო

თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებს სიურპრიზებით სავსე  სეზონი ელით.  მათ, ვინც 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე თიბისი ბანკის ციფრული სერვისებით ისარგებლებენ, აქვთ უნიკალური შანსი, ახალი წლის ღამეს სუპერპრიზი - ბინა გუდაურში და ტური ევროპის ნებისმიერი მიმართულებით მოიგონ. მანამდე კი  სამი თვის განმავლობაში,  მომენტალურ გათამაშებაში 220 000  პრიზი  გათამაშდება. მათ  შორის ფულადი პრიზები (5000ლ, 500ლ, 100ლ, 50ლ, 20ლ, 10ლ, 5ლ) და სუპერპრიზის ბილეთები (10, 5, 2 ბილეთი).

წელს ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშებაში სიახლეა. მომხმარებლები პრიზების მოგებას ონლაინ რეჟიმში შეძლებენ და გამარჯვებულები, მათ შორის სუპერ პრიზის მფლობელები, ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან. 

გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ის მომხმარებლები, რომლებიც ინტერნეტ და მობაილბანკით ნებისმიერ ტრანზაქციას განახორციელებენ, გათამაშებაში ავტომატურად ერთვებიან. რაც უფრო მეტ ტრანზაქციას განახორციელებენ ისინი ან შეიძენენ სხვადასხვა სახის პროდუქტს ინტერენტ და მობაილბანკით, უფრო მეტი შანსი აქვთ მოიგონ მომენტალური ფულადი პრიზები, დააგროვონ სუპერპრიზის გათამაშების ბილეთები და  გახდნენ  სუპერპრიზის მფლობელები.

მობაილბანკით სარგებლობისას, სუპერპრიზის გათამაშების ბილეთების რაოდენობა ორმაგდება:

ინტერნეტბანკით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციით,  მომხმარებელი აგროვებს სუპერპრიზის გათამაშების  1 ბილეთს, ხოლო მობაილბანკით იმავე ტრანზაქციის განხორციელებისას  2 ბილეთს. 

ინტერნეტბანკით შეძენილი ნებისმიერი  1 პროდუქტით მომხმარებელი 10  ბილეთს აგროვებს,  მობაილბანკით იმავე პროდუქტის შეძენისას კი -  20-ს.

სუპერპრიზების - ბინა გუდაურში და ტური ევროპის ნებისმიერი მიმართულებით მფლობელები  31 დეკემბერს, 20:16 წუთზე გამოვლინდებიან.

სუპერპრიზის  გათამაშების გამარჯვებულებს  თიბისი ბანკის წარმომადგენელი ტელეფონით დაუკავშირდება,  გამარჯვებულების  ვინაობა  გამოქვეყნდება ბანკის ვებგვერდზეც.  რაც შეეხება მომენტალურ გათამაშებებს,  ფულადი პრიზებისა და  ბილეთების  მოგების შემთხვევაში,  მომხმარებელი მოკლე ტექსტურ შეტყობინებას  მიიღებს  და მოგებული ფულადი პრიზი ავტომატურად ჩაირიცხება მის  საბანკო ანგარიშზე.

ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია გათამაშების ვებგვერდზე: www.raffle.ge

(R)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics