2016-10-12 23:11:35, 720 ნახვა
სპეციალური ანონსი
13 ოქტომბრის სპეციალური ანონსი
13 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები: ნართების ეპოსის კვლევის პრინციპები და მეთოდოლოგია.“
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
13 ოქტომბერს, 11.00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია ახალი ბაღის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩადებს.
მის: კრწანისი, სოფელი ფონიჭალა, #218 სკოლასთან
საკონტატქო პირი თაკო კვირტია - 577 17 30 04
13 ოქტომბერს, 11:00 საათზე სასტუმრო “ჰოლიდეი ინ“-ში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გამართავს პრეზენტაციას მარკეტინგული კამპანიების შესახებ და საზოგადოებას ადმინისტრაციის საერთაშორისო ტურისტულ ფესტივალებზე მიღებულ ჯილდოებს წარუდგენს.
13 ოქტომბერს, 11.00 სათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, ფესტივალ „საჩუქართან“ დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება.
13 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ირაკლი ალასანია, ,,თავისუფალი დემოკრატების" სრულ შემადგენლობასთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვას დაესწრება.
საკონტაქტო პირი ინგა სამხარაძე 593 32 99 91
13 ოქტომბერს, 15:30 საათზე, ქალაქ ქუთაისში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ საზეიმო ვითარებაში მომსახურების განახლებულ ცენტრს გახსნის. ღონისძიებას კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი მაირ მამმედოვი და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრებიან.
საკონტაქტო ტელ: 577 222 617
13 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ზუგდიდში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ორგანიზებით, საარსებო წყაროების ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
მის: ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N220
13 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საერთაშორისო პრინტ ფესტივალის „LIFE N STYLE-ის“ ფარგლებში, „თიბისი გალერეაში“ ქართველი მხატვრების მიერ შოლკოგრაფიის უნიკალური მეთოდით შექმნილი ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან