|
2016-10-12 17:27:58, 1510 ნახვა
ეკონომიკა
უზნაძის ქუჩაზე სახელმწიფოს ქონება 800 000 აშშ დოლარად იყიდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა თბილისში, დ. უზნაძის ქუჩა N14–ში მდებარე 2796.00 კვ.მ უძრავი ქონება, რომლის საწყისი გასაყიდი ფასი 800 000 აშშ დოლარს შეადგენს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საპრივატიზებო პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს: თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სულ მცირე 100 ნომრიანი სასტუმროსა და კომერციული ფართების მოწყობა; 6 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება; 16 თვის ვადაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ შემუშავებული პროექტით, მათ მიერვე განსაზღვრულ ტერიტორიაზე 1 600 კვ.მ. არქეოლოგიური ცენტრის შენობის უსასყიდლოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ აშენება. მათივე ინფორმაციით, ელექტრონული აუქციონი 2016 წლის 1 ნოემბერს 17.00 საათზე დასრულდება. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ყველა დაინტერესებულ პირს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)