|
2016-10-12 16:06:13, 848 ნახვა
პოლიტიკა
აპატურაი: მზად ვარ, ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან ვიმუშაო ურთიერთობების გასაღრმავებლად
მზად ვარ, ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან ვიმუშაო საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის პეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. აპატურაიმ საქართველოს მოსახლეობას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა. “საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები იყო კონკურენტული, კარგად ადმინისტრირებული, ზოგადად ჩატარდა ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემით. ვწუხვარ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მოხდა ძალადობის რამდენიმე ინციდენტი. მჯერა, რომ სხვადასხვა საჩივარი სრულად იქნება შეფასებული საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ. მზად ვარ, ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან ვიმუშაო საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად”, - ნათქვამია ჯეიმს აპატურაის განცხადებაში. ცნობისთვის, განცხადება ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)