04:13 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 15:32:03, 694 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: „თავისუფალი დემოკრატები“ პოლიტიკაში თავის სათქმელს კიდევ იტყვიან

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ვიქტორ დოლიძემაც დატოვა.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მოსახლეობამ „თავისუფალი დემოკრატების“ პარლამენტში შესვლას მხარი არ დაუჭირა, და მოსწონთ თუ არა, მათ არჩევანს პატივს სცემენ.

დოლიძე ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელის ციხიდან გასათავისუფლებად ბოლომდე იბრძოლებს, ასევე როგორც  აღმოსავლეთ  პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის  პრეზიდენტი,  ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირთა უვიზო  მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მალე იქნას მიღებული. დღევანდელ განცხადებაში დოლიძეს  პარტიიდან წასვლის მიზეზებსა და  სამომავლო გეგმებზე დეტალურად არ უსაუბრია:

„მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის თავისუფალი ხალხის თავისუფლად გაკეთებული არჩევანი. ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ. მე ვწყვეტ ამ ეტაპზე პოლიტკურ და პარტიულ საქმიანობას, გავაგრძელებ ბოლომდე 5 უდანაშაულო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების,  ჩვენი მეგობრების ციხიდან რაც შეიძლება დროზე გამოსაშვებად ბრძოლას. მე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი,  ვაგრძელებ მუშაობას კიდევ ორი თვე, და ვაგრძელებ იმისათვის, რომ რაც შეიძლება დროულად მიღონ გადაწყვეტილება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე.ძალიან დიდი გზა გავიარეთ „თავისუფალმა დემოკრატებმა“.ღირსეული გზა ერთობით გავიარეთ. ბევრი საქმე ვაკეთეთ ჩვენ, როგორც ოპოზიციაში ყოფნის, ასევე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. თუმცა მოსახლეობამ ამგვარი არჩევანი გააკეთა და ჩვენ ამას პატივს ვცემთ. იმედი მაქვს, ის ახალგაზრდული შემართება, ის ახალი სისხლი, რომელიც ამ პარტიაში გადაისხმება, თავის შედეგებს გამოიტანს. ცუდია, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ არ არიან პარლამენტში წარმდგენილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი პოლიტიკაში კიდევ იტყვიან თავის სათქმელს, რაშიც მე  მათ გვერდით ვიქნები“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

პარტია დატოვა დავით ონოფრიშვილმაც, რომელმაც ასევე წუხილი გამოთქვა იმის შესახებ, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტში ვერ იქნებიან:

„დიდი ძალისხმევა, დრო,  ენერგია დავუთმემთ, მაგრამ არჩევანი იცით რაც არის. კარგი იქნებოდა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ყოფილიყვნენ პარლამენტში. ყველას დიდი მადლობა, ჩემს თანაპარტიელებს. მეც გადავწყიტე არ გავაგრძელო  პარტიული საქმიანობა და რაიმე სხვა საქმით დავკავდე“,-აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, სად გააგრძელებს მოღვაწეობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics