|
2016-10-12 15:23:45, 643 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ბანკის კამპანიისთვის ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის ახალი ვერსიები შეიქმნა
თიბისი ბანკმა საუკეთესო მომსახურების საკომუნიკაციოდ ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის ინსპირაციის წყარო ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა „მოდი აქ" გახდა. თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეიქმნა სიმღერის 11 ახალი ქავერ ვერსია, რომელთა ნაწილი სოციალურ მედიასა და ტელევიზიაში უკვე გამოჩნდა. მათივე ცნობით, სპეციალურად ამ კამპანიისთვის შეიქმნა ვებ გვერდიც, სადაც ვიდეორგოლები იქნება განთავსებული. www.modiaq.ge იდეა კრეატიულ სააგენტო „Holmes&Watson"-ს ეკუთვნის, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის ახალ ვერსიებზე კი კომპოზიტორმა გიორგი მახნიაშვილმა იმუშავა. ცნობისთვის, ახალი კამპანია თიბისი ბანკის პროექტის „ვინც არ უნდა იყო" გაგრძელებაა. ცოტა ხნის წინ, ინტერნეტ სივრცეში ტესტები გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, 4 კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ გაერკვია, 12 სხვადასხვა ტიპის ადამიანიდან რომელ კატეგორიას განეკუთვნებოდა. შედეგად, ტესტი 12 სხვადასხვა ტიპაჟის ადამიანს ავლენდა: ხელოვანი, გმირი, მზრუნველი, მეამბოხე, ჯადოსნური და სხვა. იდეა ის იყო, რომ თიბისი ბანკი მათ ყველას განურჩევლად საუკეთესო მომსახურებას სთვაზობდა. „ვინც არ უნდა იყო" კამპანიის გაგრძელებაა 12 არქეტიპის შესაბამისი მუსიკის შექმნაც. ერთ-ერთ არქეტიპს, ჯადოსნურს ირაკლი ჩარკვიანის ორიგინალური მუსიკა მოერგო, დანარჩენი 11 არქეტიპისთვის კი ამ სიმღერის სხვადასხვა ვერსია შეიქმნა: მათ შორის ჯაზი, რეპი, ოპერა, სოული და ა.შ. გადაღებებში მონაწილეობა 70-მდე მსახიობმა მიიღო. მეტი ინდივიდუალურობისთვის თითოეული მათგანის იმიჯსა და ჩაცმულობაზე დიზაინერმა იკა ბობოხიძემ იზრუნა. სიმღერების სრულ ვერსიებს დაინტერესებული მსმენელი ნოემბრიდან ახალ ალბომში უნდა ელოდოს. (R)
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)