04:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 14:24:38, 1159 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩამოყალიბდეს ძალა, რომელიც ასეთ მავნებლურ პოლიტიკაზე უარს იტყვის

„ქართული ოცნების“ წევრის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო  თანამეგობრობის მხრიდან, ასეთი პოზიტიური გამოხმაურებები არ იქნებოდა.

პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე საუბრისას,  გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მათ მიერ დაგეგმილმა სცენარმა, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს გამოაშკარავდა, კრახი განიცადა.  სწორედ ამიტომ, მისი შეფასებით, პარლამენტს მიღმა ყოფნა ამ პოლიტიკური ძალისთვის წამგებიანი იქნებოდა.

ასევე, დეპუტატის თქმით, პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურში მონაწილეობის გადაწყვეტილება განპირობებულია იმითაც, რომ  „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს, საკუთარი სტაბილური ამომრჩეველი დაკარგოს:

 „ნაციონალურმა მოძრაობამ“  ძალიან კარგად იცის, რომ  არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა ასეთი პოზიტიური გამოხმაურება საერთაშორისო თანამეგობრობიდან.  რეალურად მეთვალყურეების დიდი არმია ჰყავდათ როგორც მათ, ასევე სხვა ორგანიზაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც არც ერთ სიტყვას, რაც შეეხება გაყალბებას, ან რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, ან რაც შეეხება ე.წ. უხილავ ხელს, არაფერს ადასტურებენ და ელჩებიც მათ შორის თვითონ საარჩევნო გარემოს ახასიათებენ, როგორც თანამედროვე, განვითარებული დემოკრატიებისათვის დამახასიათებელი მაღალი სტანდარტის შესაბამის ვითარებას. მეორე, რაც კარგად იკითხება, ესაა პრაქტიკულად დაგეგმილი სცენარის აბსოლუტური კრახი, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლიდან გამოაშკარავდა და სააკაშვილმა ღიად განაცხადა იმ ე.წ. რევოლუციური სცენარის შესახებ, რომლის განხორციელებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა საქართველოში. ეს იყო მკაფიო გზავნილები „რეჟიმის დამხობის“  შესახებ, ივანიშვილის დამხობის შესახებ, რომ  როგორც თვითონ ხმარობს სიტყვას, ბიუჯეტის  ჩამოშლის  შესახებ, FORBES-თან ინტერვიუში როგორც უწერია,  ასობით მკვლელობების შესახებ, რომელიც უნდა მომხდარიყო საქართველოში 2016 წლის გაზაფხულისთვის. ამაზე საუბრობდა ღიად სააკაშვილი და ამაზე მიდიოდა შემდეგ საუბარი ჩანაწერში. ნუ გავარჩევთ, ოფიციალური გამოქვეყნებული იყო, თუ არაოფიციალური, თუ რა წყაროდან იყო მიღებული, ამასთან დაკავშირებით ალბათ გამოძიება თავის სიტყვას იტყვის, მაგრამ ფაქტია,  დაუფარავად მიდიოდა  ამ, არმინდა სიტყვა რევოლუციას მივაყენო შეურაცყოფა, მაინც  სიტყვა რევოლუცია პროგრესს გულისხმობს, დაპირისპირებების, შეჯახებების პროვოცირებისთვის მზადება. მთავარი საკითხი უნდა ყოფილიყო სოციალური პრობლემები- სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე უნდა მომხდარიყო ეს. არ მოხდა, არ გამართლდა, ვერ გაიმარჯვა ამ გეგმამ და ძალიან მალე იქნა გამოაშკარავებული უამრავი ჩანაფიქრი, რომელიც კონსპირაციულად მზადდებოდა ოდესის გუბერნატორის მხრიდან.

აქედან გამომდინარე, რეალურად პარლამენტს მიღმა დარჩენა, პოლიტიკურად წამგებიანი იქნება, თუ უნდათ რომ მომავალშიც სიცოცხლე შეინარჩუნოს ამ პოლიტიკურმა ძალამ. ეს ერთი და მთავარი საკითხი, რის გამოც იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება. მეორე - არ უნდა დაკარგონ ის სტაბილური ამომრჩეველი, რომელიც ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ რეალურად,  „ქართული ოცნება“ , „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, აიღებს პასუხისმგებლობას თავის ყველა მოქალაქეზე,  იმის მიუხედავად პოლიტიკურად უჭერს, თუ არა იგი მას მხარს:

„რასაკვირველია, ამ მხარდაჭერას დაკარგავენ. ვერანაირად ვერ ვუშვებ იმას, რომ სააკაშვილი მართლაც ზრუნავს, ან ღელავს, ან პატივს სცემს, ან ითვალისწინებს თავისი თუნდაც ამომრჩევლის მოსაზრებას. ერთადერთი ამოცანაა,ხელისუფლებაში დაბრუნება მაშინ, როდესაც უკრაინაშიც საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექმნება და იმ კომფორტში დაბრუნება, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ იმყოფებოდა. ესაა რეალურად რაც მგონია“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მიესალმება, თუკი „ნაციონალურ  მოძრაობაში“  ჯანსაღი ოპონირების სურვილმა გაიღვიძა:

„ახლა იმასაც გეტყვით, რასაც ვუშვებ - ვუშვებ და მივესალმები იმას, თუკი „ნაციონალურ  მოძრაობაში“ შიგნით გაიღვიძა რაღაცა სურვილმა და მიყვნენ ჯანსაღი ოპონირების რეჟიმს და არა პოლიტიკური, თუ სამხედრო კონფრონტაციის რეჟიმს, რომელიც აზარალებს ქვეყანას. ეს პოლიტიკა ქვეყნის დაზარალებისთვის ჩვენს თვალწინ ხორციელდებოდა.იმისათვის, რათა არ მიგვეღწია რაღაც პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, იმისათვის, რომ იმდენად დაძაბულიყო რუსეთთან ურთიერთობა,  იმათ რაღაც აგრესიული ნაბიჯები გადმოედგათ ჩვენს მიმართ. ეს მცდელობები იყო და რატომღაც მგონია,  შესაძლოა „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიგნით ჩამოყალიბდეს ძალა, რომელიც ასეთ მავნებლურ პოლიტიკაზე უარს იტყვის. სასურველია, ასე განვითარდეს. ჩვენ მზად ვართ ოპონირებისთვის, ზუსტად ვიცით, რა გვინდა, ვიცით, რა უნდა ჩვენს ქვეყანას და ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენს მიერ იქნება გადადგმული, იქნება ერთადერთ მთავარ ლოზუნგზე დამკვიდრებული-„საქართველო უპირველეს ყოვლისა“. ჩვენი ქვეყნის ინტერესები“,-განაცხადა გია ვოსლკიმ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

ენმ-ს წევრების ნაწილი მიიჩნევდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შესულიყო და მონაწილეობა მიეღო მეორე ტურში, რათა არ მომხდარიყო პარტიის მარგინალიზაცია და თვითიზოლაცია, ასევე, პატივი ეცათ იმ ნახევარი მილიონი ამომრჩევლისთვის, რომელმაც არჩევნებში აღნიშნულ პარტიას მხარდაჭერა გამოუცხადა. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ პარლამენტში შესვლით  ერთპარტიულ დიქტატურას შეებრძოლებოდნენ.

ნაწილი კი მეორე ტურსა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდა, რადგან მათი აზრით, ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და ამ არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის ნება. მათი თქმით, პარლამენტში შესვლით, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics