05:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 13:35:50, 1635 ნახვა

სამართალი
შსს-მ სოფელ ჯიხაშკარში საარჩევო უბნის დარბევის ფაქტზე, კიდევ ერთი პირი დააკავა

შსს-მ საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში 108-ე საარჩევო უბნის დარბევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1957 წელს დაბადებული კ.ტ. დააკავეს.

„შსს-ს მიერ, ასევე, დაკავებულია სოფელ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული პირიც. სამართლდამცველებმა 1962 წელს დაბადებული გ.მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ჯიხაშკარის ორივე საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics