2016-10-11 23:22:06, 712 ნახვა
სპეციალური ანონსი
12 ოქტომბრის სპეციალური ანონსი
12 ოქტომბერს, 10.00 საათზე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურს ეწვევა და კურორტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნობა.
12 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია კუს ტბის განახლებულ საბაგიროს გახსნის.
მის: კუს ტბის საბაგირო, ქვედა ნაწილი
საკონტაქტო პირი ლილე ხმალაძე - 599270646
12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება მეთორმეტე შეხვედრა ბიზნესმენებთან - დასუფთავებისა და სანიტარული მომსახურების სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.
მის.: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8
12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, აკადემიის იუნკერთა ბატალიონში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული 125 იუნკერის ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრებიან.
მის: გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ., დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია.
12 ოქტომბერს, 15:00 საათზე ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" პარტიის სრული შემადგენლობით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
საკონტაქტო პირი ინგა სამხარაძე - 593 32 99 91
12 ოქტომბერს, 16:00 საათზე, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ორგანიზებით, საარსებო წყაროების ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
მის: გორი, კარალეთის დევნილთა ჩასახლება, სათემო ცენტრის დარბაზი.
13 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში ქართველი მხატვრების მიერ შოლკოგრაფიის უნიკალური მეთოდით შექმნილი ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის პროგრამა, 12 ოქტომბერი
17.40 - ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
მედია აეროპორტში 17:00 სთ - ზე
18.40-18.55 დახვედრის ოფიციალური ცერემონია
მედია პრეზიდენტის სასახლეში 18:00 სთ - ზე
19.00-19.35 საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის საუბარი პირისპირ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან