02:53 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 15:17:46, 690 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის შეფასებით, მარნეულის ინციდენტზე შსს-მ მყისიერი და ეფექტური რეაგირება მოახდინა

პრეზიდენტის შეფასებით, მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერი და ეფექტური რეაგირება მოახდინა.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ  განაცხადა.

მისივე თქმით, მარნეულის  და  არჩევნების დღეს გამოვლენილი სხვა ინციდენტები,  პრეზიდენტის მიერ ფასდება როგორც კონკრეტული კრიმინალური შემთხვევები, რომლებსაც სწრაფი და ეფექტური რეაგირება სჭირდება.

„მარნეულის ინციდენტს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით შსს-ს ჰქონდა მყისიერი და ეფექტური რეაგირება. ეს ინციდენტი მოგეხსენებათ არჩევნების დღეს მოხდა.  ზოგადად ბევრი ექსცესები  იყო ამ პერიოდში. ცხადია, ეს შემთხვევები არის გამონაკლისი და საარჩევნო კლიმატის განმსაზღვრელი თემა არ ყოფილა.  მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში პრეზიდენტი საუბრობდა  იმაზე, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში არსებობენ აგრესიისკენ მიდრეკილი დაჯგუფებები და რომ საჭირო იყო ამ დაჯგუფებების გარკვეულწილად მოთოკვა. ეს ცალკეული დარღვევები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, მათ შორის მარნეულის შემთხვევა, პრეზიდენტის მიერ ფასდება, როგორც კონკრეტული კრიმინალური შემთხვევა, რომელსაც სწრაფი და ეფექტური რეაგირება სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ,   როცა წინ არჩევნების მეორე ტურია“,-განაცხადა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics